რა გავლენა აქვს საკვებდანამატებს ქალების ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე

ქალისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს თავის მოვლა, ამ მიზნით, დღევანდელ დროში თავის მოვლის არაერთი საშუალება არსებობს, რათა ქალმა ახალგაზრდული იერის შენარჩუნება შეძლოს. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, იმაზე მეტად აუცილებელია ქალმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, განსაკუთრებით რომელ საკვებდანამატის გამოყენებას მოაქვს პრაქტიკული სარგებელი ქალბატონებისთვის.

                                                    ომეგა 3

 

Omega 3 - ორი მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი, კერძოდ EPA (ეიკოსაპენტაენოინის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა) აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების გამომუშავება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია. მისი მიღება შესაძლებელია საკვებიდან, ან საკვები დანამატის სახით.

ომეგა 3 ის ცხიმოვანი მჟავები ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება თევზში.

რატომ არის განსაკუთრებით ქალებისთვის ომეგა 3-ის მიღება მნიშვნელოვანი? თევზის ცხიმი დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, იგი ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების (არასასურველი ცხიმოვანი ნაერთი) შემცირებას, რომელიც გულის დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ომეგა 3-ის მიღება ხელს უწყობს სახსრებ პროფილაქტიკას, ასევე ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა -3-ის არასათანადო მიღება, შეიძლება მიზეზი გახდეს გუნება-განწყობის დაკარგვის და დეპრესიის.

ქალები, რომლებიც ვერ ახერხებენ ომეგა 3-ის მიღებას, ხშირად აღენიშნებათ მეტაბოლიზმის დარღვევა, რომელიც ტრიგლიცერიდების დაგროვებით გამოიხატება, რაც შემდგომში იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და არასასურველი წონის მატებას.

ომეგა 3-ის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის, რადგან მისი მთავარი მჟავა გახლავთ(DHA), რომელიც ტვინის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, რაც  საშუალებას აძლევს ქალის ორგანიზმს, წინასწარ იზრუნოს ბავშვის ტვინის სტრუქტურულ განვითარებაზე.

                            მულტივიტამინები

ვიტამინები არის ბუნებაში არსებული საკვები ნივთიერების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება საკვებსა და დანამატებში. მისი დანიშნულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და აუცილებელია ყოველდღიურად გვქონდეს რაციონში. გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ ვიტამინების წარმოება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და მათი არასათანადო მიღების შემთხვევაში ორგანიზმში შეიძლება წარმოიშვას ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები.

მულტივიტამინები სასურველია მიიღოს ყველა ქალმა პერიოდულად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი კვებითი რაციონი აქვს. ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება ისეთი სიტუაციები, რომელიც სტრესავს მას, ასეთ დროს კი, ჩვენგან დამოუკიდებლად ჩნდება დამატებითი მეტაბოლური მოთხოვნილებები.

     

ხარისხიანი მულტივიტამინი იძლევა დამატებით გარანტიას, რომ სხეული მიიღებს იმას, რაც მას იმ მომენტისთვის ესაჭირორება.  ასევე ორგანიზმს შეუძლია ვიტამინების რეზერვის გაკეთება და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება.

მულტივიტამინების მიღება სასარგებლოა ქალებისთვის, მენსტრუაციული ციკლის დროსაც. ამ დროს ქალის ორგანიზმი მეტად სენსიტიურია და შეიძლება განიცდიდეს რკინის დეფიციტს. (ამ საკითხზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ)

                                                    ლუტეინი

ლუტეინი არის ცხიმში ხსნადი  საკვები ნივთიერებების ტიპი, რომელსაც კაროტინოიდები ეწოდება და გვხვდება მუქი მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში (როგორიცაა ისპანახი), ასევე სხვადასხვა ხილში, სიმინდისა და კვერცხის გულებში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ლუტეინი? ლუტეინი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც განსაკუთრებით კონცენტრირდება თვალებში, რა დროსაც იგი იცავს მათ თავისუფალი რადიკალების განადგურებისგან, რაც შეიძლება ქალებში მხედველობის დაქვეითების მიზეზი გახდეს. ლუტეინი გვხვდება მკერდისა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილში, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული ქსოვილების ზოგად ჯანმრთელობას.

ლუტეინი ასევე გვხვდება კანის ქსოვილში. ქალის კანი გაცილებით მგრძნობიარე და ფაქიზია ვიდრე მამაკაცის. ლუტეინს შეუძლია დაიცვას კანი სხვადასხვა რთულ სიტუაციებში, მაგალითად მზის მავნე შუქის ზემოქმედების დროს.

                                          რკინა

ქალის მენსტრუალური ციკლის დროს, დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება, როგორც ცნობილია რკინა სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ქალს არ აქვს ჰემოქრომატოზი(დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა)  ან სხვა ქრონიკული აშლილობა, რკინის მიღება საკვები დანამატის სახით საკმაოდ პრაქტიკულია.

რკინის დეფიციტი იწვევს  სისხლში დაბალი ჰემოგლობინის დონეს, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმუნურ ჯანმრთელობასთან. ასევე, როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი რკინა

 

დაგროვილი სხეულში, მას არ შეუძლია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა, რომლის მეშვეობითაც ჟანგბადის მიწოდება ხდება მთელს ორგანიზმში. მსგავსი დეფიციტი კი იწვევს ანემიას(სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება.) გახშირებულ სუნთქვას, ქრონიკულ დაღლილობის შეგრძნებას და ასე შემდეგ.

                                 E-ვიტამინი

E-ვიტამინი ცნობილია, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინი ქალებისთვის. არაერთი საფუძვლიანი კვლევა ადასტურებს  E-ვიტამინი-ის მნიშვნელობას და რეპროდუქციულ სარგებელს ქალებში.  ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამფსია (ორსულობის პერიოდში გართულება, რომელიც მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით ხასიათდება) და ინტრაუტერიული ზრდის შეზღუდვა,(საშვილოსნოს ინფექცია), ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს E ვიტამინის ნაკლებობით ორსულობის პერიოდში. მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს შეუძლია დაუპირისპირდეს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ ოქსიდაციურ სტრესს და

ოქსიდაციურ-ანტიოქსიდანტური დონის დისბალანსს, შესაბამისად, მას შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს ქალის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში.

E-ვიტამინი აღიარებულია, როგორც რეპროდუქციისთვის საჭირო ნივთიერება, რომელსაც დადებითი სარგებელი მოაქვს ქალის ნაყოფიერებაზე.

E-ვიტამინთან დაკავშირებით დღეისათვის მიმდინარეობს კვლევა გინეკოლოგიური ჯანმრთელობის კუთხით.