Optimum Nutrition – Opti-Woman არის სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი უძლიერესი ვიტამინების კომპლექსი.
ამ უძლიერეს პროდუქტში გაერთიანებულია 40 სახის ვიტამინი, მინერალი და მცენარეული ექსტრაქტი, რაც წარმოადგენს აუცილებელ საშენ მასალას თქვენი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
აქტიური ქალებისთვის შექმნილი ეს უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, იმუნური და სხვა ძირითადი სისტემების ჯანმრთელობასა და სრულფასოვან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, მასში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს, ენერგიის მეტაბოლიზმს, ტვინის სრულფასოვან მოქმედებას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებსა და ახდენს მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას.
Optimum Nutrition – Opti-Woman-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- შეიცავს 40+ ვიტამინსა და მინერალს;
- მატებს ძალას და ენერგიას;
- აუმჯობესებს მხედველობას
- კვებავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
- აძლიერებს ძვლოვან სისტემას
- აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
- აწესრიგებს ნერვულ სისტემას
- ამცირებს დაღლილობის შეგრძნება;
- არეგულირებს მეტაბოლიზმს ;
- განკუთვნილია მხოლოდ ქალბატონებისთვის
მიღების წესი და დოზირება
მიიღთ 2 აბი დღეში, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.