Vitamin Power - Vegan Protein არის მცენარეული ცილების ბლენდი, რომელის მიღებაც შეგიძლიათ, თუ ვერ ახერხებთ სხვა სახის ცილის მიღებას, ხართ მარხვაზე, ან ხართ ვეგანი/ვეგეტარიანელი.
პროდუქტი შეიცავს ორგანული ბარდის, ყავისფერი ბრინჯისა და სოიოს ცილების კომბინაციას და გვთავაზობს შეუცვლელი ამინომჟავების სრულყოფილ სპექტრს. პროდუქტში წამორდგენილი სამივე სახის ცილა არის იზოლატის კლასიფიკაციის, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ ათვისებას, წყალში კარგ ხსნადობას და დახვეწილ საგემოვნო თვისებებს. გარდა ამისა Vegan Protein არის დაბალკალორიული და თითქმის არ შეიცავს შაქარს და ცხიმებს.
Vitamin Power - Vegan Protein გვაწვდის ყველა იმ საჭირო ცილას, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ კუნთების შენებას, არამედ პასუხისმგებელია ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოებაზე. ცილები ასევე მონაწილეობენ სხეულის ზედმეტი მეტაბოლური პროდუქტებისაგან დეტოქსიკაციაში, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობის მხარდაჭერაში. ცილის მაღალი რაოდენობით მიღება გავლენას ახდენს სხეულის ცხიმების შემცირებაზე და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ამიტომაც, მისი მიღება რეკომენდირებულია, როგორც წონის კლების, ასევე მატების პროცესში.
Vitamin Power - Vegan Protein - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს მშრალ კუნთოვან მასას
– მატებს ძალას და გამძლეობას
– არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას
– შეიცავს 3 სახის მცენარეულ ცილას
– აჩქარებს მეტაბოლიზმს
– უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ დღეში 2 პორცია.
რეკომენდაცია:
უკეთესი აღდგენისა და მშრალი კუნთის სწრაფი მატებისთის გამოიყენეთ კრეატინთან კომბინაციაში
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.