Vitamin Power - Magnesium Citrate Powder – მაგნიუმი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც ორგანიზმს ასობით სასიცოცხლო ბიოლოგიური პროცესისთვის ესაჭიროება. ის უზრუნველყოფს ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობას, ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ რელაქსაციას. გარდა ამისა, პროდუქტი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერას და ეხმარება ორგანიზმს არტერიული წნევის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში.
Vitamin Power-ის მაგნიუმის ციტრატი ფხვნილის სახით მიღებას მაქსიმალურად ამარტივებს: მხოლოდ ერთი საზომი კოვზი (2.5 გრ) უზრუნველყოფს საჭირო დოზას. ეს ფორმა იდეალურია მათთვის, ვისაც დიდი ზომის აბების გადაყლაპვა უჭირს, რადგან მისი მორგება და ნებისმიერ სასმელში გახსნა მარტივად არის შესაძლებელი.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
-
აუცილებელია ძლიერი კუნთებისა და ძვლებისთვის, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის და სტრესისგან დასაცავად;
-
ხელს უწყობს არტერიული წნევის და გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას;
-
ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების მოდუნებას და კრუნჩხვების პრევენციას;
-
80 პორცია თითო კონტეინერზე.
რეკომენდებული გამოყენება: შეურიეთ ერთი პორცია (2.5 გრ) 250 მლ წყალს ან სხვა სასმელს. მიიღეთ დღეში ერთხელ, სასურველია კვების დროს.
გაფრთხილება: განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისთვის. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ხართ ორსულად, მეძუძური დედა, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.