Animal Pump არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროდუქტი, რომელიც იწვევს ტუმბოს ეფექტს („ფამფი“). „ფამფი“ არამარტო სასიამოვნო შეგრძნებაა ვარჯიშის დროს, არამედ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კუნთოვანი მასის ზრდისათვის და ანაბოლური პროცესებისათვის. რაც უფრო ძლიერია „ფამფი“, მით უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება კუნთს. შესაბამისად, უფრო აქტიურად იზრდება კიდეც.
Animal Pump არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც შეიცავს კრეატინის მოწინავე ფორმების სრულ დღიურ დოზას. იგი ასევე გამდიდრებული ვაზოდილატაციური ინგრედიენტებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ტუმბოს ეფექტის მაქსიმალურად გაზრდას აზოტის ოქსიდის (NO) წარმოების გაზრდით.
პროდუქტის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი არის ის, რომ გვაძლევს არჩევანის საშუალებას. მაგალითად, მათ ვინც დაღლილია ტრადიციული პრე ვორკაუტების მიღებით და აღარ უნდათ კოფეინისა და სხვა სტიმულანტების მიღება, შეუძლიათ უარი თქვან მხოლოდ ერთ, ადვილად ამოსაცნობ, წითელ კაფსულაზე. პროდუქტში შემავალი ყველა სტიმულანტი სწორედ ამ კაფსულაშია გაერთიანებული და მისი ამოღებით კოფეინისადმი მგრძნობიარე ან ღამით ვარჯიშის მოყვარული ადამიანიც შეძლებს Animal Pump-ის გამოყენებას.
Animal Pump შედგება ყველა იმ ინგრედიენტისგან, რომლებიც განსაკუთრებით აძლიერებენ კუნთის ტუმბოს ეფექტს: სინერგიული კრეატინების ნაზავი, NO Blast Complex (აზოტის ოქსიდის წარმოების გასაზრდელი კომპლექსი), ფიზიკური ენერგისა და გონებრივი კონცენტრაციის ნაზავი, უჯრედის დამცავი ანტიოქსიდანტური კომპლექსი და სპეციალიზირებული სატრანსპორტო ნაზავი, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ინგრედიენტების სწრაფ შეწოვასა და ათვისებას.
Animal Pump-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ძალას და ენერგიას
– აძლიერებს ტუმბოს ეფექტს (ფამფი)
– შეიცავს კრეატინების კომპლექსს
– აძლიერებს კონცენტრაციას
– სწრაფი შეწოვა და ათვისება
– მარტივი მოსახმარებელი
– უმაღლესი ხარისხი და შემოწმებული პროდუქტი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ ერთი პაკეტი ვარჯიშამდე 30-45 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.