MuscleMeds - Carnivor Beef Aminos არის სპეციალურად დაპატენტებული ფორმულით შექმნილი, მაღალი დამუშავების, კონცენტრირებული საქონლის ხორცის ამინომჟავები.
Carnivor Beef Aminos დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ძროხის ხორცის ჰიდროლიზაციის პროცესის გავლით, რაც გულისხმობს ხორცის ცილის თავისუფალ ამინომჟავებად დაშლასა და ცხიმისა და ქოლესტერინისაგან გასუფთავებას. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მის სწრაფ ათვისებას ორგანიზმის მიერ. მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში ის უკვე სისხლში გადადის და იწყებს ანაბოლიზმის პროცესს.
Carnivor Beef Aminos შეიცავს ოცივე ამინომჟავას, განსაკუთრებით დიდი დოზით: ბცაა-ს, გლუტამინს, არჯინინს, გლიცინს. ეს ამინომჟავები უზრუნველყოფენ კოლაგენის და ზოგადად ცილის სინთეზს, რომელიც აუცილებელია კუნთები, მყესების, ლიგატების და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობისათვის. ხორცის ამინომჟავები იდელურია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ხარისხის, მშრალი კუნთოვანი მასის მატება.
გარდა ამისა, Carnivor Beef Aminos ასევე შეიცავს კრეატინს და უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდასა და ძალის მატებას. პროდუქტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის ძროხის ხორცის ცილა ყოველგვარი ცხიმისა და ქოლესტერინის გარეშე და უზრუნველყოთ ვარჯიშის შემდგომი ეფექტური აღდგენა.
MuscleMeds - Carnivor Beef Aminos - თვისებები და მახასიათებლები:
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- უზრუნველყოფს აღდგენას
- მატებს ძალას და ენერგიას
- ამცირებს დაღლილობას და ტკივილს კუნთებში
- აუმჯობესებს ცილის სინთეზს
- ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას
- შეიცავს კრეატინს და 20 ამინომჟავას
- არ შეიცავს ცხიმსა და ქოლესტერინს
- დამზადებულია ამერიკაში
გამოყენების წესები და დოზები
დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ 9-20 აბი. ერთ მიღებაზე საშუალოდ 3-6 აბი. გააჩნია თქვენს წონას, კვების რეჟიმს, დატვირთვას და მიზანს.
საუკეთესო დროა: ყოველ კვებამდე 30 წთ ადრე. კვებებს შორის შუალედში. ვარჯიშამდე 30 წთ ადრე და ვარჯიშის დასრულებისთანავე. კონკრეტული დროები შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე.
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.