Zinc იგივე თუთია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. ორგანიზმი მას თავად ვერ წარმოქმნის, თუმცა შეუძლია, მცირე ხნით შეინახოს, ისიც – ძალიან ცოტა, ორ მილიგრამამდე, ამიტომ თუთია რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვებისა და საკვები დანამატების საშუალებით.
სასიცოცხლო პროცესების სრულყოფილად წარმართვისთვის თუთია აუცილებელია. ის ორგანიზმში მიმდინარე არაერთ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს,
მაგალითად:
სამასამდე ფერმენტის სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის;
დნმ-სა და ცილის სინთეზში;
ტესტოსტერონისა და ინსულინის სინთეზში;
ნორმალურ სპერმატოგენეზში, ნაყოფის ზრდასა და ემბრიონის განვითარებაში;
A ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში.
ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;
ხელს უწყობს ჭრილობების (მათ შორის – პოსტოპერაციულის) შეხორცებას;
უზრუნველყოფს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას;
მის გარეშე წარმოუდგენელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობა, კერძოდ, მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობა.
თუთიის ადეკვატური მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება, იმავდროულად, ლორწოვანი გარსის სტრუქტურასაც აუმჯობესებს, რითაც ვირუსებს ხელს უშლის მიმაგრებასა და შეღწევაში;
იგი საჭიროა სმენის, მხედველობის, ყნოსვისა და გემოვნების ჩამოსაყალიბებლად.
Swanson - Zinc Picolinate 22mg - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ცილის სინთეზის გაუმჯობესება
– ეფექტური აღდგენა ვარჯიშის შემდგომ
– კატაბოლური პროცესების დათრგუნვა ღამის დასვენების დროს
– მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესება
– ძალისმიერი მაჩვენებლების მომატება
– ჰორმონების სეკრეციის გაუმჯობესება
– ძვალ-სახსროვანი სისტემის მოწესრიგება
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– აძლიერებს ტესტესტერონის გამომუშავებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 აბი, ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.