R1 Collagen Peptides არის უმაღლესი ხარისხის ჰიდროლიზებული კოლაგენ პეპტიდი ,რომელიც წარმოდგენილია უგემრიელესი არომატებით. მისი შერევა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ცხელ/ცივ სასმელში: წყალი, ყავა, სმუზი, იოგურტი თუ სხვა. პროდუქტის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
კანის ჯანმრთელობა – კოლაგენი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული გარეგნობისთვის და სუფთა სახის კანის შენარჩუნებაში. იგი ასევე საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს. კოლაგენი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კანისა და თმის ჯანმრთელობასა და ფრჩხილების გაძლიერებისთვის.
ძვალ-სახსროვანი სისტემა – კოლაგენი ზრდის სახსრებისა და ძვლების სიმტკიცეს. ის ეხმარება სხეულს გადაადგილებაში, მოხრასა და დაჭიმვაში. იგი აძლიერებს ვარჯიშის ხარისხს და აჩქარებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას.
ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს კოლაგენს, თუმცა დროთა განმავლობაში იგი მცირდება და აუცილებელი ხდება მისი გარედან, საკვების და საკვები დანამატების სახით მიღება.
R1 Collagen Peptides - ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– უზრუნველყოფს ახალგაზრდულ გარეგნობას, სუფთა და ელასტიურ კანს
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– შეიცავს ცილას 10 გრ კოლაგენს, ერთ მიღებაზე
– არ შეიცავს შაქარს, ნახშირწყალს და ცხიმებს
– არ შეიცავს კონსერვანტებსა და სხვა დანამატებს
– შესაძლებელია ცხელ და ცივ სითხეებში შერევა
– არ შეიცავს გლუტენს და სოიოს
მიღების წესი და დოზირება:
შეურიეთ 1კოვზი (12 გრ) პროდუქტი თქვენს საყვარელ ცხელ/ცივ სასმელში, ან საკვებში. მიიღეთ დღეში ერთხელ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.