Ronnie Coleman Signature Series არის ცნობილი ბოდიბილდერის, 8X Mr. Olympia - Ronnie Coleman-ის მიერ შექმნილი ბრენდი. პროდუქტების ფორმულები და დოზირებები შერჩეული და შემუშავებულია უშუალოდ რონისა და მისი გუნდის ჩარევით, სპეციალურად სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით, ამიტომ ბრენდს ახასიათებს მაღალი ხარისხი და მაქსიმალური ეფექტურობა.
-
Ronnie Coleman Unbelievable Pack წარმოადგენს ორ ძლიერი ფორმულისგან შემდგარ ექსკლუზიურ ნაკრებს, რომელიც შექმნილია მაქსიმალური ენერგიის, ინტენსიური ვარჯიშისა და მამაკაცის ძალის მხარდასაჭერად.
-
კომპლექტში შედის ორი საუკეთესო პროდუქტი: წინავარჯიშო ენერგეტიკი Yeah Buddy Xtreme (30 პორცია) და ტესტოსტერონის და ძალის მხარდამჭერი Test XS (120 კაფსულა).
რა შედის ნაკრებში?
-
Yeah Buddy Xtreme (30 პორცია): რონი კოულმანის ყველაზე ექსტრემალური წინავარჯიშო ფორმულა, რომელიც შექმნილია აფეთქებითი ენერგიისთვის, ფოკუსისა და ძლიერი პამპინგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 1 პორცია სულ რაღაც 4.3 გრამია, ის გამოირჩევა ისეთი ძლიერი ინგრედიენტებით, როგორიცაა უწყლო კოფეინი (420 მგ), ქოლინი (ტვინსა და კუნთებს შორის კავშირისთვის), ღვიის კენკრა, Advantra Z და Dynamine, რომლებიც უზრუნველყოფენ ხანგრძლივ ენერგიასა და განწყობას.
-
Test XS (120 კაფსულა): მოწინავე ყოველდღიური ფორმულა მამაკაცებისათვის, რომელიც შექმნილია ძალის, წარმადობისა და ზოგადი ვიტალობის გასაუმჯობესებლად. ის ძირითადად აერთიანებს ისეთ ძლიერ კომპონენტს, როგორიცაა D-ასპარაგინის მჟავა (3,120 მგ პორციაზე — 4 კაფსულაში), რომელიც ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსისა და მამაკაცის ენერგიის ზრდას.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
-
წარმოადგენს ენერგიისა და წარმადობის საბოლოო კომბინაციას (Intense energy and performance support stack)
-
ზრდის ვარჯიშის ინტენსივობას, ძალასა და გამძლეობას
-
აუმჯობესებს ფოკუსს, მოტივაციასა და ყოველდღიურ ვიტალობას
-
შექმნილია სერიოზული სპორტსმენებისა და მძიმე ვარჯიშებისთვის
მიღების წესი და დოზირება:
-
Yeah Buddy Xtreme: 1 პორცია (4.3 გრ) გახსენით 150-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. პირველი გამოყენებისას უმჯობესია არ მიიღოთ სრული პორცია ერთდროულად.
-
Test XS: მიიღეთ პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად (სტანდარტული დღიური დოზა — 4 კაფსულა).
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ თუ გაწუხებთ გული, წნევები ან კოფეინის აუტანლობა! არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო სიმპტომს ან ალერგიულ რეაქციას. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის პირებმა. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან მკურნალობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში. შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.