ProActive - Melatonin – საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა, ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემა. ძილის დროისა და ხარისხის გაუმჯობესებით, პროდუქტი უზრუნველყოფს გონებრივ კომფორტს მთელი დღის განმავლობაში და დაღლიობის შემცირებას.
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი ძილის დროსა და ხარისხზე. მისი გამომუშავება დამოკიდებულია განათებაზე. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მელატონინს ღამით, როდესაც განათება მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა ღამით სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დარღვევისას ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება. შესაბამისად ჩნდება ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემებიც. მელატონინის საკვები დანამატის სახით მიღება ასტიმულირებს მის ბუნებრივ გამომუშავებას და გვეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში.
გარდა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისა, მელატონინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტსაც. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმომქნის რისკს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასხვენებას. ამასთანავე იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მას.
ProActive - Melatonin-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ძილის დროსა და ხარისხს
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძართვთა სისტემაზე
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას
– 1 ტაბლტი შეიცავს 1 მილიგრამ მელატონინს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-3 აბი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.