Nature's Truth - Potassium Citrate არის დანამატი, რომელიც შეიცავს უმნიშვნელოვანეს მინერალს: კალიუმის ციტრატს. ეს მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, ეხმარება ორგანიზმს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში, კუნთების და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზაციაში. ეს დანამატი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ფიზიკურად აქტიურია ან განიცდის კუნთების სპაზმებს, ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება გულისა და არტერიული წნევის რეგულაცია.
კალიუმი არის აუცილებელი ელექტროლიტი, რომელიც ორგანიზმში ახდენს ბალანსს სითხეებს შორის, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და გულის რიტმის შენარჩუნებაში. იგი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რადგან მას შეუძლია ნატრიუმის (მარილის) ბალანსის რეგულაცია.
Nature's Truth - Potassium Citrate - ის სარგებელი:
- ენერგიის წარმოება
- ელექტროლიტური ბალანსი
- კუნთების სპაზმების პრევენცია
- გულის და სისხლის წნევის რეგულაცია
- კუნთების და ნერვული სისტემის მხარდაჭერა
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ დღეში 1-2 აბი ვარჯიშამდე 40-60 წთ ადრე. ვარჯიშის მერე ან ძილის წინ. შეგიძლიათ საკვებთან ერთად მიღებაც.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.