ProActive – Energizer - ვარჯიშისა და ფისიკური აქტივობის წინ მისაღები ენერგიის ასამაღლებელი დანამატია. მისი დაბალანსებული ფორმულა და კარგად გამოცდილი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ, როგორც ძალისა და ენერგიის მატებას, ასევე ფოკუსისა და გონებრივი კონცენტრაციის გაუმჯობესებას.
Beta-alanine არის ამინომჟავა, რომელიც იცავს კუნთს დაშლისაგან და ზრდის მის შრომისუნარიანობას.
L-არგინინ ალფა კატაგლუტარატი (AAKG) და ციტრულინი მონაწილეობენ აზოტის ოქსიდის წარმოებაში, აფართოებენ სისხლძარღვებს და აწვდიან კუნთებს უფრო და უფრო მეტ სისხლსა და ჟანგბადს.
კოფეინის, ტაურინისა და ტიროზინის დაბალანსებული შემადგენლობა, არის მთავარი გარანტი ორგანიზმის გამოფხიზლების და უზრუნველყოფს გონებრივი შესაძლებლობების ზრდას.
ProActive – Energizer-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აფხიზლებს ორგანიზმს
- მატებს ძალას და ენერგიას
- აძლიერებს გამძლეობას
- აძლიერებს კუნთების შრომისუნარიანობას
- უზრუნველყოფს ექსტრემალურ ფამფს
- აძლიერებს ფოკუსს
- აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს
- ხელს უწყობს კონცენტრაციას
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ ძილამდე მინიმუმ 4-5 საათით ადრე. არ მიიღოთ 24 საათში 1 პორციაზე მეტი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.