Applied Nutrition – Abe Can არის სითხის სახით წარმოდგენილი უძლიერესი ენერგეტიკის გაზირებული ვერსია.
ეძებთ უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკს დაბალანსებული ფორმულითა და საოცარი გემოთი? ეს პროდუქტი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.
Applied Nutrition-ის უძლიერესი ენერგეტიკი A.B.E უკვე გახდა მრავალი ადამიანის საყვარელი პრე-ვორკაუტი. მისი უახლესი, გაზირებული, გამაგრილებელი ვერსია კი თანდათან იპყრობს ადამიანების გულებს. დღეისათვის იგი არის #1 გაყიდვადი გაზირებული ენერგეტიკული სასმელი დიდ ბრიტანეთში.
დაბალანსებული ფორმულა და მასში გაერთიანებული ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა: ციტრულინ მალატი, ბეტა-ალანინი, კოფეინი, ტაურინი და B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფს თქვენს წინა სავარჯიშო ენერგიას, მოტივაციასა და განწყობას მთელი აქტივობის პერიოდში.
ვარჯიშის გარდა, მისი მღება შესაძლებელია გონებრივი და ემოციური გადაღლის გასანეიტრალებლადაც.
და გემო? ეს არის ის, რასაც უემოციოდ გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. რამდენადაც საოცარია მისი ეფექტი, იმდენად სასიამოვნო და ჯადოსნურია მისი გემოები.
პროდუქტში შემავალი ყველა ინგრედიენტი გადის მკაცრ შემოწმებას და აკრძალულ ნივთიერებებზე ტესტირებას. შემდეგ საბოლოო პროდუქციის წარმოება და შეფუთვა ხდება ISO 22000, BRC, GMP და Halal აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რათა უზრუნველყონ უმაღლესი დონის სანდოობა სპორტსმენებისთვის.
ეს არის პროდუქტი, რომელიც ნამდვილად უნდა დააგემოვნოთ ერთხელ მაინც ცხოვრებაში.
Applied Nutrition – Abe Can-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მატებს ძალას და ენერგიას
– ზრდის გამძლეობას
– ამცირებს დაღლილობას
– აფხიზლებს ორგანიზმს
– ზრდის განწყობას და მოტივაციას
– აძლიერებს ფოკუსს
– არის დაბალანსებული ფორმულა
– არის გაზირებული, გამაგრილებელი ვერსია
– არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
– გამოირჩევა ჯადოსნური გემოებით
– ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე
– დამზადებულია ISO 22000, BRC, GMP და Halal აკრედიტირებულ ლაბორატორიაში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ ფიზიკურ აქტივობამდე 15-30 წუთით ადრე, ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში ენერგიის ასამაღლებლად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.