Olimp Sport Nutrition - Amino EAA Xplode Powder - მაღალი ხარისხის ამინომჟავური კომპლექსია ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს 9 შეუცვლელ ამინომჟავას (EAA) და BCAA-ს. პროდუქტი სპეციალურად შემუშავებულია კუნთოვანი მასის აღდგენის, ზრდისა და ვარჯიშის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესების დასაჩქარებლად. დაბალკალორიული ფორმულა შეიცავს მინიმალურ შაქარს და გამოირჩევა სწრაფი ხსნადობითა და სასიამოვნო გემოთი.
Amino EAA Xplode Powder-ის თვისებები:
-
უზრუნველყოფს ორგანიზმს 9-ვე შეუცვლელი ამინომჟავით (EAA);
-
შეიცავს BCAA-ს კუნთების დაცვისა და აღდგენისთვის;
-
ეხმარება კუნთოვანი მასის შენარჩუნებასა და ზრდაში;
-
თითოეულ პორციაში არის 6.8 გრ ამინომჟავა და მხოლოდ 22 კკალ;
-
ხასიათდება დაბალი შაქრის შემცველობითა და სწრაფი ხსნადობით.
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი / 10 გრ) 200–250 მლ წყალში. მიიღეთ დღეში 1–2-ჯერ — ჭამამდე, ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის დასრულებისთანავე. გახსნის შემდეგ მიიღეთ მალევე. არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ ნორმას.
გაფრთხილება:
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, კანზე გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის პირებმა. პროდუქციის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ მკურნალობთ რაიმე დაავადებაზე ან ღებულობთ მედიკამენტებს. გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად. შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.