ტაურინი არის ორგანული მჟავა, რომელიც გვხვდება კუნთებში, გულში, ტვინში და თვალებში. ეს არ არის ამინომჟავა მისი ქიმიური სტრუქტურით, თუმცა, ხშირად მოიხსენიება ამინომჟავად, რადგან მისი მოქმედება ორგანიზმში მსგავსია სხვა ამინომჟავებისა.
Nature's Truth - Taurine 1500 ძირითადი ფუნქციებია:
ენერგიის რეგულაცია: ტაურინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციაში და კალციუმის ბალანსის მართვაში. ამდენად, ის ხელს უწყობს ენერგიის ეფექტურ გამოყენებას.
კარდიოვასკულარული ჯანმრთელობა: ტაურინი ეხმარება გულის კუნთებს, იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისგან და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ნერვული სისტემის მხარდაჭერა: ტაურინი მოქმედებს როგორც ნეირომედიატორი და ინჰიბიტორ ნეირომედიატორების (მაგალითად, GABA-ს) წარმოებაში მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესის შემცირებას.
ანტიოქსიდანტური მოქმედება: ტაურინი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების ზიანს.
ტაურინი აქტიურად გამოიყენება სპორტში, სპორტული მიზნების გასაუმჯობესებლად:
-ტაურინი ხელს უწყობს ენერგიის სწრაფ გამოყოფას, რაც მნიშვნელოვანია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს.
-ტაურინის მიღება ეხმარება კუნთებს უფრო სწრაფად აღდგეს და თავიდან აიცილოს გადაღლა. ის ამცირებს კუნთების დაჭიმვასა და დაღლილობას.
-ტაურინის გამოყენება ზრდის სპორტულ შედეგებს, რადგან ის აუმჯობესებს ფიზიკურ გამძლეობას და ძალას.
-ტაურინი არეგულირებს ელექტროლიტების დონეს, რაც მნიშვნელოვანია დატვირთვების დროს წყლის ბალანსისა და სისხლის წნევის შენარჩუნებისთვის.
-ტაურინი აუმჯობესებს ისეთი დანამატების ათვისებას და ეფექტურობას, როგორიცაა კრეატინი, ბცაა და სხვა ამინომჟავები.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 3 აბი ვარჯიშამდე ან სხვა გონებრივი თუ ფიზიკური აქტოვობის დაწყებამდე 30-40 წთ ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.