Nature's Truth - Berberine არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი ბერბერინ ჰიდროქლორიდი.
ბერბერინი არის კოწახურის ფესვისაგან მიღებული ალკალოიდი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტივობით. იგი აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვს შარდმდენი მოქმედება და წმენდს ორგანიზმს. ამ თვისებების წყალობით, ეს არის შესანიშნავი დანამატი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ზედმეტი ცხიმის მოშორება. თუ საჭმლის მონელების პრობლემები გაწუხებთ, როგორიცაა მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი ან დიარეა, ბერბერინის შეუძლია დიდი დახმარება აღმოგიჩინოთ.
ბერბერინის უმტავრესი ფუნქციაა სისხლში შაქრის დონის შემცირება, რაც დადასტურებულია სამედიცინო კვლევებით.
ბერბერინის მიღება 12 კვირის განმავლობაში ამცირებს გლუკოზის დონეს უზმოზე 20%-ით, ჭამის შემდეგ -25,8%, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონეს - 21%, ტრიგლიცერიდებს - 18,7%, საერთო ქოლესტერინს - 18%, ხოლო დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს - 21%-ით. პრეპარატის მიღება ამცირებს ინსულინრეზისტენტობასა და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.
გარდა ამისა, ბერბერინი დადებითად მოქმედებს თირკმელების, ელენთისა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ბერბერინის ექსტრაქტს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს სახსრების ტკივილის შემცირებაში.
Nature's Truth - Berberine -ის მიღება სასარგებლოა სპორტსმენებისათვისაც. იგი აძლიერებს გულისცემას და აუმჯობესებს აღდგენის პროცესს. ამით იგი იძლევა უფრო ინტენსიური და ხანგძლივი ვარჯიშის შესაძლებლობას.
Nature's Truth - Berberine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ასწრაფებს მეტაბოლიზმს
- აქვს შარდმდენი მოქმედება და წმენდს ორგანიზმს
- ხელს უწყობს ცხიმის წვას
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- ამცირებს ტკივილს სახსრებში
- აუმჯობესებს აღდგენას
- ამცირებს მადას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია (2 ტაბლეტი) დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.