MuscleTech – Cell Tech არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც შეიცავს მეცნიერულად დამუშავებულ, მესამე თაობის კრეატინის ფორმულას, კრეატინ მონოჰიდრატის და ნახშირწყლების კლინიკურად დამტკიცებულ ნარევს.
თითოეული კოვზი შეიცავს 5 გრამ კრეატინ მონოჰიდრატს, 38 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ბცაა-ს, 1 გრამ ტაურინსა და ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს. სწორედ ასეთი შემადგენლობა არის გარანტია წონისა და ძალისმიერი მონაცემების ექსტრემალური ზრდისა.
Cell-Tech® არის კრეატინის მოწინავე ფორმულა, რომელში შემავალი ძირითადი ინგრედიენტები, ხელს უწყობს ეფექტურ კუნთოვანი მასის მშენებლობას და დადასტურებულია 30-ზე მეტი მეცნიერული კვლევითი. იგი შეიცავს ულტრა სუფთა HPLC სერთიფიცირებული კრეატინსა და რამდენიმე სახის კომპლექსურ ნახშირწყალს. არცერთ სხვა კრეატინის ფორმულა არ არის ისეთი მეცნიერულად დასაბუთებული და გამოცდილებით დადასტურებული, როგორც Cell-Tech®.
დღეში 2 პორცია პროდუქტი გვაწვდის 10 გრამ ულტრა სუფთა კრეატინ მონოჰიდრატს და 76 გრამ კომპექსურ ნახშირწყალს, რაც ინტენსიური ვარჯიშის პირობებში ამცირებს აღდგენისთვის საჭირო დროს და აძლიერებს ძალას. გარდა ამისა, იგი შეიცავს ალფა ლიპოლის მჟავას (ALA), რაც აუმჯობესებს კრეატინისა და გლუკოზის შეწოვას.
უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კრეატინის პირდაპირ კუნთში ტრანსპორტირებას და გლიკოგენის მარაგების სწრაფად შევსებას. გარდა ამისა, ეს ფორმულა უზრუნველყოფს BCAA– ს ზუსტ 2: 1: 1 თანაფარდობას, პლუს ტაურინი და ალანინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავები, რომლებიც უზრუნველყოფენ კუნთოვანი უკრედების მოცულობის ზრდას.
MuscleTech – Cell Tech-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს კლინიკურად შესწავლილ ინგრედიენტებს
– მატებს ძალას და ენერგიას
– ზრდის კუნთოვან მასას
– აჩქარებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– შეიცავს საჭირო ამინომჟავებს
– შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს
– აქვს მაღალი შეწოვისა და ათვისების უნარი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 კოვზი 300 მლ წყალში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ 2 კოვზი დღეში. მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ, ან დილით უზმოზე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.