MIAMI VIBES – HYDRO WHEY (31გრ პროტეინი) წარმოადგენს უახლეს და მაღალცილოვან დანამატს, რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული სპორტსმენებისა და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის. მისი ფორმულა დაფუძნებულია ჰიდროლიზებული შრატის იზოლატისა და მაღალი ხარისხის კონცენტრატის კომბინაციაზე, რაც უზრუნველყოფს ცილის სწრაფ ათვისებას, კუნთების სწრაფ აღდგენასა და ანაბოლური პროცესების გაძლიერებას.
პროდუქტი გამდიდრებულია L-არგინინითა და L-გლუტამინით – ამინომჟავებით, რომლებიც აჩქარებენ ქსოვილების რეგენერაციას და ამცირებენ ვარჯიშისშემდგომი გადაღლის ეფექტს. გარდა ამისა, დამატებულია თავისუფალი ფორმის BCAA ამინომჟავები, რაც ხელს უწყობს კუნთების ზრდას და ანტიკატაბოლური პროცესების შენელებას.
არსებითი უპირატესობები:
-
შეიცავს 32გრამამდე პროტეინს თითო ულუფაში
-
ჰიდროლიზებული იზოლატი და ცივი ფილტრაციის შრატის კონცენტრატი
-
გამდიდრებულია L-არგინინით და L-გლუტამინით
-
შეიცავს თავისუფალ ფორმაში BCAA ამინომჟავებს
-
ხელს უწყობს სწრაფ აღდგენასა და კუნთოვანი მასის ზრდას
მიღების წესი:
მიიღეთ 1 პორცია (35გრ) ვარჯიშის შემდგომ, ან დილით უზომზე
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენოთ, თუ ხართ 18 წლამდე, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ან თუ გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ წარმოადგენს სრულფასოვან კვებას. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას ბავშვებისთვის მიუწვდომელ გარემოში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.