Dymatize - Elite Whey არის უმაღლესი ხარისხის შრატის კომპლექსური პროტეინი, რომელიც შეიცავს ცილის ორ ყველაზე პოპულარულ, სწრაფ და საშუალო ათვისების ფორმას - იზოლატსა და კონცენტრატს. იგი არის იდიალური საშუალება კუნთების გამოსაკვებად, ამარაგებს კუნთოვან ქსოვილს აუცილებელი ამინომჟავებით და გვეხმარება მშრალი კუნთის ზრდასა და სწრაფ აღდგენაში.
Dymatize - Elite Whey მზადდება სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის პროცესით. ასეთი დამუშავებით მიღებული ცილა ინარჩუნებს ნატურალურ სტრუქტურას, შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს და მაქსიმალურად გასუფთავებულია ზედმეტი მინარევებისაგან. პროდუქტი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ მაღალი ხარისხის ცილას და ამინომჟავების სრულ სპექტრს
Dymatize - Elite Whey მონაწილეობს ცილის სინთეზში და ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს. ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენ ცდილობთ კუნთოვანი მასის მშენებლობას, კალორიების დეფიციტის ან ინტენსიური ვარჯიშის პირობებში. პროდუქტი ამინომჟავების ეფექტური მიწოდების საშუალებით ააქტიურებს ანაბოლურ ეფექტს და ხელს უწყობს კუნთის ზრდასა და ძალის მატებას.
ამ პროდუქტის მიღება ასევე რეკომენდირებულია წონის კლების პროცესშიც, ვინაიდან იგი არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და კალორიებს.
პროდუქტი შეიცავს 9 შეუცვლელ ამინომჟავას, მათ შორის ყველაზე მაღალი რაოდენობით შედის BCAA. მას აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ იგი მაქსიმალურად ადვილად შეიწოვება.
Dymatize-ის პროდუქცია დამზადებულია GMP- ის მკაცრი ხარისხის კონტროლის ქვეშ და გააჩნია Informed Choice® სერთიფიკატი.
პროდუქტი რეგულარულად მოწმდება ჯანმრთელობისთვის არასასურველ და ანტი-დოპინგური ორგანიზაციის მიერ აკრძალულ ნივთიერებებზე.
Dymatize - Elite Whey - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას
- ამცირებს დაღლილობას და ტკივილს ვარჯიშის შემდგომ
- ააქტიურებს ანაბოლიზმს
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- მატებს ძალას და გამძლეობას
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- შეიცავს სწრაფ და საშუალო ათვისების ცილას
- მინიმალური რაოდენობით შეიცავს ცხიმს და ნახშირწყალსა
- არ შეიცავს დამატებულ შაქარს
- აქვს უგემრიელესი არომატი და კარგი სტრუქტურა
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ ვარჯშის შემდეგ ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.