Cellucor – C4 Ultimate (საღეჭი რეზინი / Bubblegum) — უძლიერესი ვარჯიშამდე მისაღები კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შრომისუნარიანობის, ძალისა და გამძლეობის მაქსიმალურად გაზრდას. C4 Ultimate-ის შემადგენლობა შეიცავს უძლიერეს კომპონენტებსა და ინგრედიენტებს, რომლებიც ეფექტურად ზრდიან ენერგიის დონეს და ძალოვან მაჩვენებლებს. მისი თითოეული პორცია (25.4 გ) შეიცავს 7 გ L-ციტრულინს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებისთვის, 4.8 გ CarnoSyn ბეტა-ალანინს ორგანიზმის უკეთესი კონცენტრაციისა და გამძლეობისთვის, 1.25 გ BetaPower ბეტაინს ფიზიკური ძალის მატებისა და მძიმე ვარჯიშების ხელშეწყობისთვის, 300 მგ კოფეინს, აგრეთვე ვიტამინებს (B6, B12), ელექტროლიტებს (კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი), L-ტიროზინს და უნიკალურ მცენარეულ ექსტრაქტებს (Cereboost, enXtra, AstraGin), რათა გახადოს თქვენი ვარჯიში უფრო შედეგიანი და სასიამოვნო.
Cellucor – C4 Ultimate – ის თვისებები:
-
ზრდის ძალას და გამძლეობას
-
ასტიმულირებს ენერგიას და აუმჯობესებს ფოკუსს
-
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კუნთების პამპინგს
-
ამცირებს დაღლილობას და აჩქარებს აღდგენას
-
ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას
მიღების წესი და დოზირება: გახსენით 2 სწორი საზომი კოვზი (25.4 გ) 300 მლ ცივ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 20–30 წუთით ადრე. რეკომენდებულია 24 საათში მაქსიმუმ 1 პორციის მიღება.
გაფრთხილება: შეიცავს კოფეინის მაღალ დოზას (300 მგ პორციაზე); არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, აგრეთვე კოფეინის მიმართ მგრძნობიარე პირებისთვის. შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები ან ალერგიული რეაქცია. ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ მკურნალობთ რაიმე დაავადებაზე ან ღებულობთ მედიკამენტებს. შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.