bath bomb არის აბაზანის "ბომბი", რომელიც წყალში გახსნისას ქაფდება და ქმნის არომატულ და ფერად ეფექტს, რაც აბაზანის მიღებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
Unicorn Kisses აბაზანის ეს ბომბი არის ჯადოსნური სურნელებისა და არომატების ჰარმონიული შერწყმა, რომელიც თქვენს ჩვეულებრივ აბაზანას ნამდვილი მაგიის და საიდუმლოების ადგილად გადააქცევს. ესაა ორფეროვანი აბაზანის ბომბი რევანდისა და მარწყვის სურნელით, რომელიც წყალში გახსნისას ათავისუფლებს სასარგებლო მიკროელემენტებს და აცოცხლებს და აძლიერებს კანს. ტკბილი ნუშის ზეთი ატენიანებს და არბილებს ეპიდერმისს, ატონიზირებს და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აავსეთ აბაზანი თბილი ან ცხელი წყლით. ჩააგდეთ "ბომბი" მასში და დაელოდეთ. ბურთულა დაიწყებს შუშხუნს და წყალში გახსნას, წარმოქმნის ქაფს და ფერად ეფექტებს. რამდენიმე წუთში ბურთულა სრულად გაიხსნება, თქვენი აბაზანა კი ნამდვილ სპა-ცერემონიად გადაიქცევა. რაც ნიშნავს რომ ის უკვე მზადაა გამოყენებისთვის. ისიამოვნეთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.