bath bomb არის აბაზანის "ბომბი", რომელიც წყალში გახსნისას ქაფდება და ქმნის არომატულ და ფერად ეფექტს, რაც აბაზანის მიღებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
Sex Bomb აბაზანის ბომბი შეიცავს მარწყვის ტკბილ სურნელს, რომელიც აღვიძებს გრძნობებს და ქმნის მაცდუნებელ, ვნებიან ატმოსფეროს. იგი გამდიდრებულია ტკბილი ნუშის ზეთით, რომელიც უზრუნველყოფს მდიდრულ დატენიანებას და ანიჭებს კანს აბრეშუმისებრ სირბილეს. ყაყაჩოს თესლი და ზღვის მარილი გაწვდით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რაც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს. აბაზანის ეს ბომბი შესანიშნავია რომანტიული საღამოსთვის თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აავსეთ აბაზანი თბილი ან ცხელი წყლით. ჩააგდეთ "ბომბი" მასში და დაელოდეთ. ბურთულა დაიწყებს შუშხუნს და წყალში გახსნას, წარმოქმნის ქაფს და ფერად ეფექტებს. რამდენიმე წუთში ბურთულა სრულად გაიხსნება, თქვენი აბაზანა კი ნამდვილ სპა-ცერემონიად გადაიქცევა. რაც ნიშნავს რომ ის უკვე მზადაა გამოყენებისთვის. ისიამოვნეთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.