Shine Like a Diamond - არის ტანის მბზინავი კრემი, რომელიც შეიცავს მბზინავ ნაწილაკებს, რომლებიც კანს ანიჭებს ოდნავ ბზინვარებასა და სადღესასწაულო ელფერს. კრემი შეიცავს ბუნებრივ ზეთებსა და ექსტრაქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანს ეფექტურ მოვლას. იგი გამდიდრებული ბროწეულისა და ვანილის ექსტრაქტებით, ასევე ნუშის და ქოქოსის ზეთებით, რომლებიც კვებავს და აქრობს სიმშრალის ნებისმიერ კვალს კანზე. ვანილის უგემრიელესი არომატი, თავისი კარამელის სურნელით, ამშვიდებს მცირე გაღიზიანებას, ხოლო ბროწეული, მდიდარი ანტიოქსიდანტებით, ეხმარება კანს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
წაისვით მსუბუქი მოძრაობებით სხეულის სუფთა კანზე და მიეცით საშუალება შეიწოვოს კრემი. გამოიყენეთ დღის ან ღამის ნებისმიერ დროს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.