როდესაც საქმე ეხება წვერის ჯანმრთელობასა და სათანადო ზრუნვას, მნიშვნელოვანია, დაეყრდნოთ მაღალხარისხიან პროდუქტებს.
My Beard My Rules წვერის კარაქი შესანიშნავი არჩევანია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წვერის ხარისხს და დაიცავს ტენიანობის დაკარგვისაგან. მისი ფორმულა დამყარებულია ცხრა ორგანულ ზეთზე, რომლებიც უმნიშვენლოვანესია თმის ზრდის სტიმულირებისთვის. ავოკადოს, ყურძნის თესლისა და ნუშის ზეთები კვებავს და ატენიანებს წვერს. არგანის ზეთი ღრმად აღწევს თმის ღეროში და ამაგრებს მას შეიგნიდან. ხოლო ჩაის ხის ზეთი გამოირჩევა ანტი-ბაქტერიული თვისებებით.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აიღეთ მცირე რაოდენობით კარაქი, გაათბეთ ხელში და კარგად შეიზილეთ წვერზე. ამის შემდეგ წვერი დაივარცხნეთ. პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია ყოველდღიურად, ძილის წინ, დაბანის შემდეგ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.