I Have Feelings Shampoo bar for sensitive scalp არის მყარი შამპუნი მგრძნობიარე სკალპისთვის ღვიის კენკრისა და ლავანდის ზეთით. ნაზად ასუფთავებს სკალპს და თმას მისი სტრუქტურის დაზიანების გარეშე. ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და ამცირებს სკალპის ჭარბ ცხიმიანობას. ღვიის კენკრის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი და ხელს უწყობს ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლას. ლავანდა ცნობილია თავისი დამარბილებელი თვისებებით. მისი ზეთი ხსნის ქავილს, ანთებით პროცესებსა და ამცირებს სკალპის გაღიზიანებას.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
დაასველეთ მყარი შამპუნი წყლით და შეიზილეთ ხელებს შორის, სანამ არ წარმოიქმნება რბილი და კრემისებური ქაფი. ამის შემდეგ წაისვით ქაფი სველ თმაზე და შეიზილეთ სკალპზე თანაბრად.
გამოყენების შემდეგ შეინახეთ საპნის ჭურჭელში ან სხვა კონტეინერში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.