სკალპის, ისევე როგორც სახისა და ტანის კანს სჭირდება კარგი გაწმენდა. წარმოიდგინეთ, რამდენი მტვერი, ოფლი და პროდუქტების ნარჩენები გროვდება თქვენი თმის ძირებზე. სწორედ ამნისთვისაა შექმნილი Brain Storm scalp scrub სკალპის გამწმენდი სკრაბი. იგი ნაზად ასუფთავებს კანს და ანიჭებს სისუფთავის და სიახლის შეგრძნებას დიდი ხნის განმავლობაში.
ნუშის ნაჭუჭი ბამბუკის ღეროების ფხვნილით დუეტში ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს ზედა ფენას და აშორებს მას მკვდარ უჯრედებს. ჯანჯაფილის ფხვნილი ქმნის დათბობის ეფექტს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ მიძინებული ფოლიკულები იღვიძებს და თმა იწყებს აქტიურ ზრდასა და გაძლიერებას. ნუშის ზეთი კი კვებავს კანს და კურნავს მცირე ჭრილობებს.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აიღეთ ერთი მუჭა სკრაბი და შეიზილეთ თმაზე, ისე რომ კარგად გაუჯდეს სკალპის კანს. გაიჩერეთ 2-5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი შამპუნი. გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.