სკალპის, ისევე როგორც სახისა და ტანის კანს სჭირდება კარგი გაწმენდა. წარმოიდგინეთ, რამდენი მტვერი, ოფლი და პროდუქტების ნარჩენები გროვდება თქვენი თმის ძირებზე.
Happy Scalp scalp scrub კი სწორედ ამისთვისაა შექმნილი - ღრმა გამწმენდი სკალპის სკრაბი ზღვის მარილით, ჩაის ხის ზეთით და პიტნის ზეთით. ჩაის ხის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, ამცირებს ცხიმიანობას და ქერტლს. პიტნის ზეთი ამშვიდებს კანს, ხსნის ქავილს და აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას. ზღვის მარილის გამწმენდი ნაწილაკები ეფექტურად აცილებენ ჭუჭყს, ათავისუფლებენ ფორებსა და თმის ფოლიკულებს ნებისმიერი ჭუჭყისაგან, შესაბამისად ძლიერდება სისხლის ცირკულაციაც და თმის ძირები იწყებენ გამაგრებას და გაძლიერებას.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
აიღეთ ერთი მუჭა სკრაბი და შეიზილეთ თმაზე, ისე რომ კარგად გაუჯდეს სკალპის კანს. გაიჩერეთ 2-5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი შამპუნი. გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.