არა შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს (Non-GMO)
არის გლუტენისგან თავისუფალი (gluten free)
არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს (zero artificial sweeteners)
Nature's Truth - Hair, Skin and nails with 5000mg Biotin - პროფესიონალურად შერჩეული და დაბალანსებული პროდუქტი თქვენი თმების და ფრჩხილების სიძლიერისთვის. გამოყენება როგორც პრობლემის აღმოსაფხვრელად ასევე საპროფილაქტიკო სახით. მასში გაერთიანებულია ყველა ის საჭირო კომპონენტი რაც თქვენ თმების და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.
Nature's Truth - Hair, Skin and nails with 5000mg Biotin - შეიცავს ვიტამინებისა და მინერალებს სრულ კომპლექსს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობენ კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.
Zinc - უმნიშნელოვანესი მინერალია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 300-მდე ბიო-ქიმიურ პროცესში, მათ შორის კოლაგენის ცილის სინთეზში. მისი დეფიციტის ნიშნებია, სუსტი და მსხვრევადი თმა და ფრჩხილები, უხეში და გამომშრალი კანი. მისი მიღება აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის.
Selenium - სელენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის ჯანმრთელობაში. ეს ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგვითი სტრესის შემცირებას, რაც ამცირებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერების პროცესს.
Argan Oil - არბილებს თმას და ამცირებს მტვრევადობას, ასევე ატენიანებს კანს და ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას; აქვს დამამშვიდებელი და აღდგენითი ეფექტი.
PABA (Para-Aminobenzoic Acid) - ხელს უწყობს თმის პიგმენტაციის შენარჩუნებას და ებრძვის ნაადრევ ჭაღარას. ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, რაც საჭიროა ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.
Biotin -. ბიოტინი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხზე. ის ხელს უშლის არა მხოლოდ თმის ცვენას, არამედ გაჭაღარავებასაც. ბიოტინის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ამაგრებს თმას, მატებს ბზინვარებას და ხელს უშლის თმის ცვენას. მისი გამოყენებით, ფრჩხილის ფირფიტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ადამიანებში, რომლებიც ებრძვიან მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას. ბიოტინის დამატება ასევე ხელს უშლის ზედმეტად ცხიმიან კანს, ატენიანებს და აღადგენს ეპიდერმისს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
Nature's Truth - Hair, Skin and nails with 5000mg Biotin - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ატენიანებს და არბილებს კანს
- აუმჯობესებს კანის გარეგნობას
- იცავს მას აკნესა და სხვა დაავედებებისაგან
- ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას
- აძლიერებს თმის ძირებს და ღეროებს
- მატებს მას სიმყარეს და ბზინვარებას
- კვებას და აძლიერებს ფრჩხილებს
- იაცავს მათ მსხვრევისა და დაზიანებისაგან
- ხელს უწყობს კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას,
გამოყენების მეთოდი
მიიღეთ 1 პორცია (3 კაფსულა) დღეში წყალთან ერთად საკვების მიღების შემდეგ
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. არ მიირთვათ თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.