Fitness Nuts body scrub არის გამამკვრივებელი ტანის სკრაბი, რომლის ფორმულა შექმნილია ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ექსტრაქტებზე. იგი ეფექტურად ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან, აუმჯობესებს მის ტექსტურასა და მოყავს იგი ტონუსში. ეს სკრაბი ასწორებს თქვენი სხეულის კანის ფორმას და მატებს მას სიმკვრივეს.
ეს გამამკვრივებელი ტანის სკრაბის ფორმულა გამდიდრებულია სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და მჟავებით, რომლებიც ატენიანებენ კანს და ხელს უშლიან მის გამოშრობას. კაკაოს კარაქი ანიჭებს კანს სიგლუვეს, სიმტკიცეს და ელასტიურობას. ხოლო, ყავისფერი შაქარი ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას და განიჭებთ სასიამოვნო სურნელს.
ბრენდის შესახებ
Beauty Jar არის ბუნებრივი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და სუფთა ქვეყანაში.
ბრენდი იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ხელნაკეთ წარმოებას და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომას.
პროდუქტში შემავალი ინგრედინეტების 90%-ზე მეტი არის ნატურალური, ბუნებრივი და მათი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.
არ შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმის სულფატებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალესა და სიუხეშეს.
პროდუქცია მოთავსებულია მარტივად გამოსაყენებელ, უმაღლესი ხარისხის, გადამამუშავებად ქილებში, რომლებიც არ იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას.
გამოყენების წესი:
დაასველეთ კანი, აიღეთ სკრაბის საჭირო რაოდენობა და შეიზილეთ კანში, პრობლემურ ადგილებში, 2-5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ სკრაბი კვირაში 2-3-ჯერ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.