ლიპაზა: მნიშვნელოვანი ფერმენტი, დაავადებებთან ბრძოლაში.

ლიპაზა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც გამოიყოფა ძირითადად პანკრეასის მიერ წვრილ ნაწლავში, რათა დაეხმაროს ორგანიზმს ცხიმების გადამუშავებასა და ათვისებაში.

ლიპაზა ყოფს ცხიმებს, რათა ნაწლავებმა შეიწოვოს ისინი. ის აჰიდროლიზებს ცხიმებს, მათ შორის ტრიგლიცერიდებს, რომელსაც სხეული იყენებს ენერგიის სტაბილურობისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ტრიგლიცერიდების მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის დაავადების რისკი და ასევე შეიძლება გამოკვეთოს მეტაბოლური სინდრომის ნიშანი. ამ ყველაფრის რეგულაციას ზუსტადაც, რომ ლიპაზა უზრუნველყოფს.

ლიპაზა ხშირად მიიღება ორ სხვა სასიცოცხლო ფერმენტთან ერთად: პროტეაზა და ამილაზა. სანამ ლიპაზა არღვევს ცხიმებს, პროტეაზა ამუშავებს ცილებს, ხოლო ამილაზა ნახშირწყლებს. როდესაც ყველა ეს ფერმენტი ორგანიზმში სათანადო დონეზეა, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ზოგადი ჯანმრთელობა არის ოპტიმალურ მდგომარეობაში.

როგორ უნდა განსაზღვროთ აქვს თუ არა თქვენს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ფერმენტები? თუ ცხიმოვანი საკვების მიღებისას საჭმლის მომნელებელი პრობლემები გაწუხებთ, ერთ ერთი მიზეზი ლიპაზას დეფიციტია.

ლიპაზა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ცხიმის სწორი მონელებისთვის, რაც გავლენას ახდენს როგორც სხეულის ბევრ ფუნქციაზე, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

განვიხილოთ მისი სარგებელი ორგანიზმისთვის.

 კისტოზური ფიბროზი

კისტოზური ფიბროზი (CF) არის მემკვიდრეობითი აშლილობა, რომელიც არღვევს უჯრედების ნორმალურ ფუნქციებს, უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოების - მათ შორის ფილტვების, სასუნთქი სისტემის, ღვიძლის, თირკმელების, კანისა და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას.

კისტოზური ფიბროზის მქონე ადამიანები გამოიმუშავებენ არანორმალურად სქელ, წებოვან ლორწოვან გარსს და ხშირად აქვთ კვების დეფიციტი, რადგან ლორწო ბლოკავს ნაწლავებში მოსახვედრ პანკრეასის ფერმენტებს. ლიპაზის მიღება ეხმარება CF დაავადებულის ორგანიზმს უკეთ აითვისოს საკვები ნივთიერებები.

ცელიაკია

ცელიაკია არის აუტოიმუნური დაავადების ტიპი, რომელიც ხასიათდება გლუტენზე ანთებითი რეაქციით. იგი აზიანებს წვრილი ნაწლავის ქსოვილს. ეს არის მილის ფორმის ორგანო კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი საკვები ნივთიერებები შეიწოვება. თუმცა, ცელიაკიის მქონე ადამიანებში ეს პროცესი წყვეტს სწორად მუშაობას.

ცელიაკიის სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, შებერილობას, წონის დაკლებას და ქრონიკულ დაღლილობას.

ასეთმა ადამიანმა პირველ რიგში უნდა მიიღოს სრულიად უგლუტენო საკვები, ხოლო შემდგომ პანკრეასის ფერმენტები, მათ შორის ლიპაზა, რომელიც ეხმარება ცელიაკიის მკურნალობაში.

ნაღვლის ბუშტის პრობლემები

ნაღვლის ბუშტი, რომელსაც აქვს მსხლის ფორმა, მოთავსებულია ღვიძლის უკანა მიდამოში. მისი მთავარი ამოცანაა ქოლესტერინის კონტროლი, რომელიც გამოიყოფა ღვიძლში. ნაღვლის ბუშტი ორგანიზმს ეხმარება ცხიმოვანი საკვების მონელებაში ლიპაზის დახმარებით.

თუ ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტის პრობლემა ან საერთოდ არ გაქვთ ნაღვლის ბუშტი, მაშინ ლიპაზას შემცველი საკვებდანამატის მიღება ძალიან სასარგებლო იქნება.

ლიპაზა არის გასაღები ცხიმის სწორი მონელებისა და შეწოვისთვის. თუ უკვე ამოიღეთ ნაღვლის ბუშტი, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული საკვების მონელება გიჭირთ, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების.

ლიპაზას ფერმენტები საკვებდანამატის სახით შესანიშნავი საშუალებაა ბუნებრივი გზით ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ, რადგან იგი აუმჯობესებს ხელს უწყობენ ცხიმების მონელების პროცესს.

ჯანსაღი ქოლესტერინის დონე და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა

ვინაიდან ლიპაზა ორგანიზმს ცხიმების მონელებაში ეხმარება, დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების უფრო მაღალი, არაჯანსაღი დონე, რაც თავის მხრივ  ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ლიპაზის დეფიციტი, მათ აღენიშნებათ სისხლში ქოლესტერინის და ცხიმის მაღალი დონე.

როდესაც ტრიგლიცერიდების დონე 1000მგ უახლოვდება, შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტი (პანკრეასის სერიოზული ანთება) და გულის დაავადები. ტრიგლიცერიდების მაღალი დონე ასევე დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ტიპი 2 დიაბეტთან და მეტაბოლურ სინდრომთან.

საკვები ნივთიერებების შეწოვა

ლიპაზას ეხმარება ორგანიზმს სწორად აითვისოს ვიტამინები და მინერალები,  რომელსც საკვებიდან მიიღებთ. ამიტომ სწორ კვებასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია ფერმენტების ბალანსი, რათა საკვები ნივთიერებები საჭიროებისამებრ დამუშავდეს.

წონის კლება

ლიპაზას კიდევ ერთი სარგებელი მოიცავს ცხიმისწვის ხელშეწყობასაც. მეცნიერებმა შეძლეს ლიპაზას მანიპულირება და მისი სიმძლავრის განსაზღვრა. მას ზემდეტსახელად მოლეკულური ჩამრთველიცკი შეაქრვეს, რადგან მას ფერმენტებზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მეცნიერებმა მიაღწიეს წარმატებას და შეძლეს ლიპაზას ფერმენტების სამჯერ უფრო მეტად გაძლიერება, რამაც ცხიმისწვის პროცესი, მისი უკეთ მონელების საფუძველზე  15-იდან 45 პროცენტამდე გაზარდა.