Uns supplement - Digestive Enzymes - არის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი. საკვების მიღების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ამ ფერმენტებს, რათა მოახდინოს მიღებული საკვების დაშლა და ათვისება. ყოველი ნუტრიენტის ასათვისებლად იქნება ეს ნახშირწყალი, ცილა, ლაქტოზა თუ სხვა, საჭიროა შესაბამისი ფერმენტი.
მაგალითად:
პროტეაზა - ხელს უწყობს ცილის მონელებას
ლაქტაზა - გამოიყენება ლაქტოზის დასაშლელად
ამილაზა - ხელს უწყობს ნახშირწყლების ათვისებას
ლიპაზა - უზრუნველყოფს ცხიმების მონელებას
არასწორი კვების ან მომნელებელი სისტემის პათოლოგიების გამო, ბევრ ადამიანს დარღვეული აქვს ფერმენტების სეკრეცია, რაც იწვევს საკვების მიღების მერე მის აუთვისებლობას, რაც ვლინდება შებერილობაში, გაზებში, მუცლის ტკივილში და რაც ყველაზე ცუდია, ორგანიზმის მიერ მიკრო-მაკრო ნუტრიენტებისა და მინერალების ვერ ათვისებაში. უარეს შემთხვევაში, აუთვისებელი საკვები ლპება ნაწლავებში და შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლაც კი.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტები კი ხელს უწყობს მოხმარებული პროდუქტების უკეთ მონელებას, ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებებისა და დარღვევების შემთხვევაში.
Uns supplement - Digestive Enzymes - ის თვისებები:
- შეიცავს საგულდაგულოდ შერჩეული ხუთი საჭმლის მომნელებელი ფერმენტის ნაზავს: α-ამილაზა, პროტეაზა, ცელულაზა, ლაქტაზა და ლიპაზა, LactoWise® სინბიოტიკი და აკაციის ბოჭკო.
- შეიცავს მცენარეული წარმოშობის ფერმენტებს (მიიღება სოკოების და ბაქტერიების მიკრობული დუღილის პროცესში).
- მისი ეფექტი დადასტურებულია მრავალი კლინიკური გამოკვლევით.
- LactoWise® არის პრობიოტიკ-პრებიოტიკური კომპლექსი. ის შეიცავს Bacillus coagulans-ის შტამს, რომელიც წარმოქმნის L (+) რძემჟავას ერთადერთ ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და გლაკტომანანს (პრებიოტიკურ ბოჭკოებს).
- აკაციის ბოჭკოს დამატება ემსახურება ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების ადგილს.
- ხელს უწყობს ნაწლავებში მიკრობული ბალანსის აღდგენას.
- მცენარეული კაფსულები, უსაფრთხო ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 აბი დღეში ძილის წინ 1 საათით ადრე.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.