ვიტამინი B5 (პანტოტენის მჟავა) სასარგებლო თვისებები

B5, ასევე ცნობილი როგორც პანტოტენის მჟავა, არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა ცოცხალ უჯრედში.

სხვა B ვიტამინების მსგავსად, B5 აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის მეტაბოლიზმში და მონაწილეობს ძალიან ბევრ ქიმიურ რეაქციებში.

B5 პირდაპირ გავლენას ახდენს ცხიმების, ჰორმონების და ნახშირწყლების გარდაქმნაზე იმ საკვებიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.

სარგებელი

ქვემოთ განხილულია ამ აუცილებელი საკვები ნივთიერების ძირითადი სარგებელი და ფუნქციები:

1. მხარს უჭერს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას

ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება პანტოტენის მჟავა ქოლესტერინის სინთეზისთვის. პანტოტენის მჟავის წარმოებულს ეწოდება პანტეტინი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს გულის ფუნქციონირებაზე ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებით.

როგორც ჩანს, ის ხელს უწყობს არტერიების დაცვას და ხელს უშლის საშიში ნადების დაგროვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.

LDL ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაცია შრატში არის გულის კორონარული დაავადების მთავარი რისკ-ფაქტორი და მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი B5 ხელს უწყობს სისხლში ამაღლებული ცხიმების, ანუ "ცუდი" LDL ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას. ამავდროულად, იგი ამაღლებს "კარგი" HDL ქოლესტერინის დონეს.

2. საკვები ენერგიის სინთეზი

B5  ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების გლუკოზად გარდაქმნაში, რომელიც გამოიყენება როგორც საწვავი და ენერგიის მთავარი წყარო. პანტოტენის მჟავა ამას აკეთებს ფერმენტის სინთეზით, რომელიც ცნობილია კოენზიმის სახელწოდებით.

საკვები ნივთიერებების სინთეზირებით B5 ასევე ეხმარება ორგანიზმს  აღადგინოს დაზიანებული ქსოვილები და ორგანოები. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სხეულს არ შეექმნას B5 ვიტამინის დეფიციტი.

პანტოტენის მჟავით მდიდარი საკვების ან საკვებდანამატის რეგულარულად მიღება დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის ოპტიმალურ დონეზე ფუნქციონირებაში.

3. ჯანსაღი ნერვული ფუნქცია

ვიტამინი B5 პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი მოლეკულის შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ნერვული ფუნქციის მუშაობას. ეს გახლავთ აცეტილქოლინი. ეს არის პირველადი ნივთიერება, რომლის საშუალებითაც  ნერვულ სისტემა უკავშირდება სასიცოხლო ორგანოებს.

აცეტილქოლინის მეშვეობით ტვინი აგზავნის სხვადასხვა ნერვულ სიგნალებს იმუნურ სისტემასთან, რომელიც პასუხისმგებელია გულის, ფილტვების, თირკმელების, ღვიძლის და სხვა აუცილებელი ორგანოების მუშაობაზე.

იგი ასევე გამოიყენება კუნთებში ნერვული სიგნალების გასაგზავნად, ამიტომ საკმარისი პანტოტენის მჟავის გარეშე შეიძლება მოხდეს ნერვის დაზიანება და მოძრაობის დარღვევა.

სწორედ ამიტომ, B ვიტამინის სერიოზული დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის კუნთების დაქვეითება და ტკივილი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში დაავადება, რომელიც ცნობილია “ფეხების წვის სინდრომით”. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის ფეხებში შეგრძნების ნაკლებობას, მტკივნეულ წვას, ანთებას და მუდმივი დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებას.

 

4. აუმჯობესებს გონებრივ შესრულებას

ცნობილია, რომ პანტოტენის მჟავა არეგულირებს ნეიროტრანსმიტერებს და აუცილებელია აცეტილ-კოენზიმის-ს სინთეზისთვის. სწორედ ამიტომ, მას აქვს უნარი ხელი შეუწყოს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ორგანიზმს ეხმარება სტრესთან, შფოთვასთან და დეპრესიას საბრძოლველად.

B5 ასევე ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, რადგან ის აბალანსებს ჰორმონებს, რომლებიც დაკავშირებულია სიფხიზლის ან დაღლილობის გრძნობასთან.

ხშირ შემთხვევაში B5-ის დეფიციტი აღენიშნება იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული სტრესი აქვთ. როდესაც ადამიანს B5 დეფიციტი აღენიშნება, ორგანიზმი კარგავს სტრესთან ეფექტურ რეაგირების უნარს.

ეს პრობლემა კი გამოიხატება ძილთან, ვარჯიშთან, განწყობის ცვალებადობასთან და წონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკულ სტრესი რეკომენდებულია B ვიტამინის მიღება საკვებდანამატების სახით.

ვიტამინი B5 ნაწილობრივ პასუხისმგებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის რეგულირებაზე და სტრესის ჰორმონის კორტიზოლის შექმნაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოტენის მჟავა ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედების უნარს და ასევე ხელს უწყობს კორტიზოლის იმ რაოდენობით გამომუშავებას, რამდენიც გვჭირდება მოტივაციისა და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.

5. ეხმარება ჭრილობების შეხორცებას

კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოტენის მჟავას შეუძლია დაეხმაროს რადიაციული თერაპიის შედეგად კანის რეაქციების მკურნალობასა და ჭრილობების შეხორცებაში.

ასევე ცნობილია, რომ B5 ანელებს ნაადრევი დაბერების ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ნაოჭები და მუქი ლაქები კანზე.

ბოლო კვლევებიდან შეგროვებული მონაცემები ვარაუდობს, რომ B5 აჩქარებს შეხორცების პროცესს, კერძოდ იგი ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას.

ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ აკეთებს ამას, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ B5 მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კანის სიძლიერესთან, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ.

6. ეხმარება იმუნურ ფუნქციას

პანტოტენის მჟავა სხეულს ეხმარება შექმნას ანტისხეულები, რომლებსაც იმუნური სისტემა აწარმოებს, რათა დაგვიცვას პოტენციური საფრთხეებისგან. ეს შეიძლება მოიცავდეს გარემოსა და ალერგიულ რეაქციებს, ასევე პარაზიტების, ბაქტერიების, ვირუსების, გაციების და ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლას.

კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოტენის მჟავის მიღება ამცირებს სხვადასხვა მავნე პარაზიტების გამრავლებას. ასევე იგი აფერხებს საშიში ბაქტერიების ზრდას. მაგალითად, მას შეუძლია დაეხმაროს მალარიის, მომაკვდინებელი პარაზიტის, ინფექციის შემცირებას.

B5 ასევე აკონტროლებს სტრესის რეაქციას, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ასეთ დროს, ავად გახდომის ნაკლები შანსი არსებობს.