ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს.
ვიტამინები ძირითადად ასოცირდება იმუნურ და მენტალურ ჯანრთელობასთან. თუმცა, ვიტამინებს ერთ ერთი მთავარი როლი აკისრია, ვარჯიშის შემდგომ აღდგენით პროცესებში. ეს სტატია ზუსტადაც რომ ამ საკითხს განიხილავს.
როდესაც ადამიანი ასრულებს ფიზიკურ აქტივობას, აღდგენით პროცესების დროს, ორგანიზმის მთელი რიგი რესურსია ჩართული. კუნთოვანი მასის ზრდისთვის შეიძლება მოიხმართ პროტეინს და ამინომჟავებს, თუმცა, უშუალოდ უჯრედების სინთეზი და ქსოვილების აღდგენა დამოკიდებულია სხვადასხვა სახის ვიტამინებსა და მინერალებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინები ჩვეულებრივ გვხვდება საკვებში ვარჯიშის დროს, დეჰიტრატაციის შედეგად იქმნება მისი დეფიციტი. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეუძლია გარკვეული ტიპის ვიტამინებს გააუმჯობესოს აღდგენითი პროცესები.
ვიტამინი A
ვიტამინი A-ს, ყველაზე ცნობილი სარგებელია მისი დადებითი ზემოქმედება თვალის ჯანმრთელობაზე. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის გარდა მას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. თუ რეგულარულად ხართ დაკავებული ფიზიკური აქტივობით, ვიტამინი A-ს მიღება სასარგებლო იქნება, რადგან ის მხარს უჭერს ცილის სინთეზს, რაც აუცილებელია კუნთების ზრდისთვის. საყურადღებოა ისიც, რომ A ვიტამინის დონე მცირდება მაშინ, როდესაც იმატებს ცილის სინთეზი.
თუ ორგანიზმში ვიტამინ A არასაკმარისად არის, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ტესტოსტერონზე, რომელიც ითვლება კუნთების აღმშენებლობის ყველაზე ძლიერ ჰორმონად.
ერთ ერთი კვლევის თანახმად, A ვიტამინისა და რკინის დამატებამ დაახლოებით ისეთივე ეფექტი გამოიმუშავა, როგორიც ტესტოსტერონის სტიმულანტებს აქვთ. ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ A ვიტამინის დეფიციტს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჯანსაღი ტესტოსტერონის გამომუშავებაზე ყველა ასაკის მამაკაცებში.
და ბოლოს, ვიტამინი A თამაშობს მნიშვნელოვან როლს კუნთების უფრო სტრუქტურული სიძლიერის უზრუნველყოფაში, რაც ხელს უწყობს ძვლის განვითარებას და ახალგაზრდა უჯრედების უფრო სწრაფ მომწიფებას.
ვიტამინი C
ვიტამინი C არის ერთ-ერთი ყველაზე მრავამხრივ განხილული ვიტამინი. დრო და დრო ადამიანთა უმეტესობას აქვს იმუნიტიტის პრობლემა, რაც გამოიხატება გაციებით. ასეთ დროს რჩევის სახით შეიძლება თქვენთვისაც უთქვამთ: „ მიიღე C ვიტამინი“. საინტერესოა რა დადებითი გავლენა აქვს აღდგენით პროცესებზე?
პირველ რიგში, ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კუნთების უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. გარდა ამისა, ის მონაწილეობას იღებს ტესტოსტერონის და სხვა ანაბოლური ჰორმონების წარმოქმნაში. თუმცა აქ არ მთავრდება მისი სარგებელი.
ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას. ვინაიდან კოლაგენი არის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ვიტამინი C ითვლება აუცილებელ კომპონენტად ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის. კოლაგენის გაძლიერებით, სახსრებს უფრო მეტად შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე წონით ვარჯიშებს, რა დროსაც ტრავმის ალბათობა მინიმალურია.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ერთ-ერთ კვლევაში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ C ვიტამინის მიღება ვარჯიშამდე და მის შემდეგ ამცირებს კუნთების ტკივილს და ხელს უშლის გლუტათიონის, ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტის დაჟანგვას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რადგან „დაგვიანებული კუნთების ტკივილი“ რომელიც ასევე ცნობილია როგორც (DOMS) არ არის სასიამოვნო. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ვიტამინი C ამცირებს ტკივილს, ხოლო უჯრედულ დონეზე იგი ანტიოქსიდანტად მუშაობს.
ვიტამინი E
ვიტამინ E- ძირითადში ცნობილია როგორც სტრიების და კანის პრობლემების სამკურნალო საშუალება. შეიძლება ითქვას რომ, ეს ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ ვიტამინის შესახებ.
ვიტამინი E არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების მთლიანობის დაცვაზე. ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ორგანიზმი წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ითვლება „უჯრედულ ტოქსიკურ ქვეპროდუქტებად“.
როცა ამ ტიპის თავისუფალი რადიკალები გროვდება, სხეული უფრო ტოქსიკური ხდება, რაც იწვევს სხეულის საერთო მუშაობის დაქვეითებას, აღდგენითი პროცესების გაჭიანურებას და იმუნურ პრობლემებს. ვიტამინი E ასე ვთქვათ თავს ესხმის თავისუფალ რადიკალებს და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი არის ნაკლები ოქსიდაციური სტრესი და კუნთების დაზიანების შემცირება.
გარდა ზემოაღნიშნული სარგებელისა, ვიტამინი E შესწავლილია, როგორც კაროტიდის ათეროსკლეროზის ბუნებრივი პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალება, რომელიც წარმოადგენს საძილე არტერიის შევიწროებას ოქსიდაციური სტრესის გამო. როგორც ასეთი, E ვიტამინს შეუძლია ხელი შეუწყოს კუნთების ზრდას და დააჩქაროს გამოჯანმრთელება არტერიულ წნევაზე დადებითი ზემოქმედების წყალობით, რაც საშუალებას აძლევს კუნთოვან ქსოვილს, საკვებ ნივთიერებებით მდიდარი სისხლი მუდმივ რეჟიმში მიიღოს.
B6,B9 და B12 ვიტამინები
ვიტამინები B6, B9(იგივე ფოლიუმის მჟავა) და B12 არის ყველაზე მნიშვნელოვანი B ჯგუფის ვიტამინები, როდესაც საქმე ეხება კუნთების ზრდას და აღდგენას! სამივე ვიტამინი პირდაპირ როლს ასრულებს ცილის მეტაბოლიზმში. Vitamin A-ს მსგავსად, რაც უფრო მაღალია ცილის მოხმარება, მით მეტი ვიტამინ B6 არის საჭირო კუნთების მეტაბოლიზმისთვის.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ვიტამინი B6 საჭიროა ვიტამინ B12-ის სრულად შეწოვის მხარდასაჭერად. ხოლო ეს ორი ერთდ, კი აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების და იმუნური სისტემის უჯრედების წარმოებაში, რომლებიც ფასდაუდებელია კუნთების ზრდისა და აღდგენისთვის. ფოლიუმის მჟავის მიღება (ვიტამინი B9) B6 და B12 ერთად კი ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს და ააუმჯობესებს აზოტის ოქსიდის წარმოებას. საბოლოო შედეგი არის სისხლის ნაკადის გაუმჯობესება და საკვები ნივთიერებების მიწოდება კუნთოვან ქსოვილში.
ვიტამინი D
ვიტამინი D უნიკალურია იმით, რომ სხეულს სჭირდება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება მისი წარმოების სტიმულირებისთვის. ცნობილია, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვანია მრავალი დაავადების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ზემოთ განხილული ვიტამინების მსგავსად, მასაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აღდგენითი პროცესები.
ვიტამინი D არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ეხება ტესტოსტერონის წარმოებას! ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ფეთქებადი ძალას. ვიტამინი D კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზში, რაც ნაწილობრივ განპირობებულია მისი ზემოქმედებით ტესტოსტერონის გამომუშავებაზე.
დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დამატება იწვევს ტესტოსტერონის 20%-ით ზრდას.
ტესტოსტერონსა და კუნთების ზრდაზე ზემოქმედების გარდა, D ვიტამინი ასევე აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას. ვიტამინი D იდეალურად მუშაობს კალციუმთან და მაგნიუმთან ერთად, რომლებიც ძვლის განვითარებისთვის ყველაზე აუცილებელი მინერალებია.