ვიტამინ B6

ვიტამინი B6, ასევე ცნობილი როგორც პირიდოქსინი, არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც სხეულს სჭირდება მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. განსაკუთრებით B6 ტვინის ჯანმრთელობისთვის განწყობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა B6 აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის, სისხლის წითელი უჯრედების და ნეიროტრანსმიტერების შესაქმნელად.

ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ვიტამინ B6-ს, ამიტომ ის უნდა მიიღოთ საკვებიდან ან საკვებდანამატებიდან.

ვიტამინის B6 ადეკვატური მოხმარება მნიშვნელოვანია ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

ქვემოთ განვიხილავთ ვიტამინ B6-ის ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, რომელსაც მეცნიერება უჭერს მხარს.

განწყობის გაუმჯობესება

ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის რეგულირებაში.

ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ეს ვიტამინი აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების შესაქმნელად, რომლებიც არეგულირებენ ემოციებს, მათ შორის სეროტონინს, დოფამინს და გამა-ამინობუტირის მჟავას.

ვიტამინი B6 ასევე ასრულებსს სისხლში ამინომჟავის როლს, იგი ამცირებს ჰომოსისტეინის მაღალი დონეს, რომელიც იწვევს დეპრესიას და სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებს.

ანემიის პრევენცია და მკურნალობა ჰემოგლობინის წარმოების ხელშეწყობით

ჰემოგლობინის წარმოებაში მისი როლის გამო, ვიტამინი B6 სასარგებლოა  ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ჰემოგლობინი არის ცილა, რომელიც ჟანგბადს აწვდის უჯრედებს. როდესაც გაქვთ დაბალი ჰემოგლობინი, უჯრედები არ იღებენ საკმარის ჟანგბადს. შედეგად შეიძლება განვითარდეს ანემია და იგრძნოთ სისუსტე ან დაღლილობა.

კვლევებმა დააკავშირა ვიტამინი B6-ის დაბალი დონე ანემიასთან, განსაკუთრებით ორსულ ქალებში.

კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს 75 მგ ვიტამინის B6-ის მიღებამ შეამცირა ანემიის სიმპტომები.(თუმცა ორსულობის დროს, ნუ მიიღებთ ექიმისგან დამოუკიდებლად ვიტამინებს)

PMS-ის სიმპტომების პრევენცია

ვიტამინი B6 გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის ან PMS სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომები მოიცავს: შფოთვას, დეპრესიას და გაღიზიანებას.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ B6 ეხმარება PMS-თან დაკავშირებულ ემოციურ სიმპტომებს, რადგან B6 ერთ ერთი აუცილებელი ვიტამინია ნეიროტრანსმიტერების შექმნაში, რომლებიც არეგულირებენ განწყობას.

სამთვიანმა კვლევამ 60 პრემენოპაუზურ ქალზე აჩვენა, რომ 50 მგ ვიტამინის B6 ყოველდღიურად მიღება აუმჯობესებს დეპრესიის, გაღიზიანებისა და დაღლილობის PMS სიმპტომებს 69%-ით.

კიდევ ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ 50 მგ ვიტამინი B6 და 200 მგ მაგნიუმი დღეში, მნიშვნელოვნად ამცირებს PMS სიმპტომებს, მათ შორის განწყობის ცვალებადობას, გაღიზიანებას და შფოთვას.

ხელს უშლის არტერიების დახშობას და ამცირებს გულის დაავადების რისკს.

ვიტამინი B6 ხელს უშლის არტერიების დახშობას და ამცირებს გულის დაავადების რისკს.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლში ვიტამინი B6-ის დაბალი დონე აქვთ, თითქმის გაორმაგებული აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია B6-ის როლით ამაღლებული ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში, რომელიც დაკავშირებულია გულის დაავადებასთან.

როდესაც ორგანიზმში ვიტამინ B6 დონე დაბალია, სისხლში იზრდება ქოლესტერინის დონე და ვითარდება დაზიანებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ბლოკირება.

ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას

ვიტამინი B6 ხელს უწყობს თვალის დაავადებების პროფილაქტიკას, განსაკუთრებით იმ სახეობას, რომელიც გავლენას ახდენს ხანდაზმულებზე. მას ეწოდება ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (AMD).

კვლევებმა დაადასტურა, რომ მოცირკულირე ჰომოცისტეინის მაღალი დონე სისხლში იწვევს AMD-ის რისკების ზრდას.

ვინაიდან ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლში ჰომოცისტეინის ამაღლებული დონის შემცირებას, საკმარისი რაოდენობით მისი მიღება ამცირებსს ამ დაავადების რისკს.

შვიდწლიანმა კვლევამ 5,400-ზე მეტ ქალ ჯანდაცვის პროფესიონალში, დაადგინა, რომ ვიტამინის B6, B12 და ფოლიუმის მჟავის (B9) ყოველდღიური დანამატის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს AMD-ის რისკს.(35-40%-ით)

კვლევა ასევე აკავშირებს სისხლში ვიტამინის B6-ის დაბალ დონეს თვალის დაავადებებთან, რომლებიც ბლოკავს ბადურასთან დაკავშირებულ ვენებს. 500-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში B6-ის ყველაზე დაბალი დონე მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული ბადურის დარღვევებთან.