წონის დეფიციტი მრავალი ადამიანის პრობლემა და ცხოვრებისეული გამოწვევაა. ქაოტური კვების, მოუწესრიგებელი ცხოვრების გრაფიკის, გენეტიკისა თუ სხვა ფაქტორების გამო, მსოფლიოში ათასობით ადამიანი ებრძვის წონის ნაკლებობასა და სიგამხდრეს.
წონის მატებისა და სიგამხდრის პრობლემის დასაძლევად უპირველესი საშუალება არის კვებითი რეჟიმის მოწესრიგება და მაღალ ხარისხიანი კალორიების მიღება. წონის მატების უმთავრესი პრინციპი არის კალორიული სიჭარბის მიღწევა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღის განმავლობაში იმაზე მეტი კალორია უნდა მიიღოთ, ვიდრე ხარჯავთ. დიდი რაოდენობით კალორიების მიღება და კალორიათა სიჭარბის შექმნა, სტანდარტულად საჭმლის მიღებით ძალიან ძნელია. ხშირად კვებით რაციონში რთავენ ისეთ პროდუქტს, როგორიცაა გეინერი. გეინერი არის სპეციალურად შექმნილი ცილისა და ნახშირწყლის მაღალკალორიული კომპლექსი. იგი თითოეულ პორციაზე 300-1200 კალორიას შეიცავს, რაც გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ ორგანიზმს დიდი რაოდენობით კალორიები და უზრუნველყოთ წონაში მატება.
თუმცა, თუ გეინერის მოხმარება არ გსურთ, სახლში მომზადებული გეინერი - მაღალკალორიული შეიკი შეგიძლიათ მიიღოთ. ამ ბლოგში გაგაცნობთ ტოპ 5 მაღალკალორიული შეიკის მომზადების რეცეპტს.
შოკოლადისა და ავოკადოს შეიკი - 1066 კკალ
მომზადების და მიღების წესი: გაადნეთ შოკოლადი და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ნაზად აურიეთ. ურიეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება პროტეინის ფხვნილი და ავოკადო. გადმოიტანეთ ჭურჭელში და მიიღეთ დილით უზმოზე, ან ვარჯიშის შემდეგ.
გირჩევთ შეიკში გამოიყენოთ მაღალკალორიული შოკოლადის პროტეინის ფხვნილი - Real Pharm – Muscle On
უპირატესობები. ეს მაღალკალორიული შეიკი გამოირჩევა რამდენიმე უპირატესობით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იგი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 1066 კალორიას, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, იგი შეიცავს 70 გრამამდე ცილას და 50 გრამამდე ცხიმს. თუმცა ცხიმის ასეთი მაღალი შემცველობის გამო არ შეშინდეთ, იგი ძირითადად მიღებულია ავოკადოსაგან, რომელიც არის ჯანსაღი ცხიმის წყარო და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისთვის.
შვრიისა და ვანილის შეიკი - 840 კალორია
მომზადების და მიღების წესი: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ნაზად აურიეთ. მზადაა, როდესაც სრულად გაიხსნება ყველა ინგრედიენტი. მიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ან ვარჯიშის შემდეგ.
გირჩევთ შეიკში გამოიყენოთ მაღალკალორიული ვანილის პროტეინი - BSN – Syntha 6
უპირატესობები. ეს შეიკი გამოირჩევა ცილისა და ნახშირწყლის მაღალი შემცველობით და ცხიმის დაბალი რაოდენობით. 60 გრამზე მეტი ნახშირწყალი მოგცემთ საჭირო ენერგიას, ხოლო 70 გრამამდე ცილა უზრუნველყოფს თქვენი კუნთოვანი მასის ზრდასა და სრულფასოვან აღდგენას. შეიკი ასევე გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი, რომელიც ძირითადად ვანილის გემოს მქონე პროტეინის დამსახურებაა.
ბანანისა და მარწყვის შეიკი - 1081 კალორია
მომზადებისა და მიღების წესი: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ნაზად აურიეთ. მზადაა, როდესაც სრულად გაიხსნება პროტეინი. მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ან ვარჯიშის შემდეგ.
გირჩევთ შეიკში გამოიყენოთ მაღალკალორიული მარწყვის, ან ბანანის პროტეინი - Real Pharm – Whey 100 Protein
უპირატესობები. შეიკი არის საკმაოდ მაღალკალორიული. თითოეულ პორციაზე იგი შეიცავს 1081 კალორიას. აღსანიშნავია, რომ იგი გამოირჩევა დაბალანსებული შემადგენლობით და ცილა ცხიმი და ნახშირწყალი თითქმის თანაბარი რაოდენობით გვხვდება. აქვე აღსანიშნავია მისი გამორჩეული გემოც, რადგან რძე, ბანანი და მარწვი, სამი ერთმანეთის იდიალური მეგობარი ინგრედიენტია. თუ ამას ბანანის, ან მარწყვის პროტეინსაც დაამატებთ თქვენ მიიღებთ შეიკს, რომელიც იქნება არა მარტო კალორიული, არამედ უგემრიელესიც.
თაფლისა და არაქისის შეიკი - 925 კალორია
მომზადების და მიღების წესი: მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და ნაზად აურიეთ. ურიეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ შეერევა ყველა ინგრედიენტი. შეიკის მიღების საუკეთესო დროა დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ან ვარჯიშის შემდეგ.
გირჩევთ შეიკში გამოიყენოთ არაქისის კარაქის ან ბანანის პროტეინი - Optimum Nutrition – Whey Gold Standard, ასევე ნატურალური არაქისის კარაქი - Myprotein – Panut Butter
უპირატესობები. შეიკი თითქმის არ შეიცავს შაქარს სუფთა ფორმით, თუმცა იგი მაინც ძალიან ტკბილი და ნოყიერია. ამ სიტკბოს დიდწილად სწორედ თაფლი განაპირობებს. გარდა ამისა, შეიკი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცას ნახშირწყალს - 100 გრამამდე, რაც მხოლოდ ჯანსაღი წყაროებიდან არის მიღებული. დილით, ან ვარჯიშის წინ მისი მიღება მოგცემთ ენერგიას და ძალას მთელი დღის/ვარჯიშის განმავლობაში და შეგავსებთ საჭირო ცილის დიდი რაოდენობით.
შეიკი „VITAMINI.GE” – 1242 კალორია
მომზადების და მიღების წესი: ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი ჩია 340 მილილიტრ რძეში და გააჩერეთ 4-6 საათი. მას შემდეგ რაც ჩია დალბება, ჩაასხით ბლენდერში და დაუმატეთ 1 საშუალო ბანანი, არაქისისა და ნუშის კარაქი, შვრიის ფანტელი, იოგურტი და პროტეინის ფხვნილი. ეს ყველაფერი დააბლენდერეთ იქამდე, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. გადმოიტანეთ ჭურჭელში და მიიღეთ დილით უზმოზე, ან ვარჯიშის შემდეგ.
გირჩევთ შეიკში გამოიყენოთ მაღალკალორიული შოკოლადის პროტეინი - Real Pharm – Muscle On, არაქისის კარაქი - Real Pharm – Peanut Butter, ჩიას თესლი - აგროფაი - ჩიას თესლი .
უპირატესობები. ეს „მონსტრი“ შეიკი გვთავაზობს 1242 კალორიას, 91,5 გრამ ცილას, 113 გრამ ნახშირწყალსა და სულ რაღაც 50 გრამ ცხიმს. იგი არის საოცრად ნოყიერი ვინაიდან შეიცავს ჩიასა და ნუშის კარაქს, პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია საკვები ბოჭკოთი. ცილისა და ნახშირწყლის ექსტრემალურად მაღალი შემცველობა გარანტიაა იმის, რომ შეიკი მოგცემთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას და ამასთანავე მოგამარაგებთ დიდი რაოდენობით ხარისხიანი ცილით.