თაფლის ეფექტი ვარჯიშის წინ და შემდეგ

თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლი ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი პროდუქტია, რომელსაც სხვა საკვებიგან ბევრი ინდივიდუალური ნიშანი გამოარჩევს. არსებობს უამრავი სარგებელი, რომელიც მოჰყვება ამ ნატურალური პროდუქტის გამოყენებას, თუმცა დღეს ვისაუბრებთ რამდენად სასარგებლოა თაფლის გამოყენება იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული.

შაქარი არის ნახშირწყლების ტიპი, რომელიც იშლება ჩვენს ორგანიზმში. შაქარი უჯრედებს აძლევს ენერგიას, რომელიც მათ ყოველდღიურად ჭირება. ის ასევე ეხმარება კუნთებს არ გამოიფიტოს ძლიერი ვარჯიშის დროს. თაფლის მთავარი უპირატესობა ის არის, მასში ბუნებრივი გზით შედის შაქარი, რაც ორგანიზმს ეხმარება ენერგიის სუფთა სტიმულირებაში.

კვლევები

წლების განმავლობაში ამ თემაზე არაერთი კვლევა მიმდინარეობდა. აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ იყენებს ორგანიზმი თაფლის შესაძლებლობებს.

ბეილორის უნივერსიტეტი. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თაფლის ჭამა ვარჯიშამდე 30, 40-ი წუთით ადრე, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნებას. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თაფლი ენერგიის  ხანგრძლივი წყაროა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო ჟურნალი. ამ კვლევაში თაფლი დადებითად არის შეფასებული, იგი დაპირისპირებულია თეთრ შაქართან, რომელიც საგრძნობლად ზრდის გლიკემიის დონეს. თაფლში შემავალი ნუტრიენტები სხეულის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს საჭირო ენერგიის მუდმივი არსებობით.

თაფლის ეფექტი ვარჯიშის წინ

რატომ არის ეფექტური ვარჯიშის წინ თაფლის მიღება? კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი შესანიშნავი საკვებია ვარჯიშამდე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნახშირწყალი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ვარჯიშის დაწყებამდე. როდესაც ვარჯიშამდე თაფლს მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმისთვის ადვილია მისი მონელება და სტაბილურად გამოიყოფა უჯრედულ სისტემაში ორგანიზმისთვის გამოსაყენებლად.

თაფლში შემავალი ნახშირწყლები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვარჯიშის დროს გამძლეობას. კერძოდ, იგი დადებით გავლენა ახდენს ქრონომეტრაჟის(მოქმედებების, ხანგრძლივობის, ზუსტი საზომი) დასრულების დროის შემცირებაზე და სპორტსმენების საშუალო სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდაზე.

თაფლის ეფექტი ვარჯიშის შემდეგ

თაფლი ითვლება ნახშირწყლების აღდგენის შესანიშნავ წყარო, ხოლო თუ თქვენ ვარჯიშის შემდეგ მასთან ერთად მიიღებ, ეს ხელს შეუწყობს კუნთების და გლიკოგენის აღდგენას. თაფლის გამოყენება პროტეინთან ერთად, ასევე დაგეხმარებათ ვარჯიშის შემდეგ სისხლში შაქრის ხელსაყრელი კონცენტრაციის შენარჩუნებაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს აღდგენას.

 

დამატებითი ინფორმაცია თაფლის შესახებ

თაფლის შემადგენლობაში გარდა გლუკოზისა და ფრუქტოზისა, შედის რკინა, ფოსფორი, ნატრიუმ, ვიტამინ B კომპლექს, ამინომჟავებ და ისეთი ფერმენტებ, როგორიცაა, ინჰიბინი და ფოლიუმის მჟავა. აღნიშნული კომპონენტები არეგულირებს ქოლესტერინს და აძლიერებს გულის კუნთს. როდესაც ნექტარი იშლება ფუტკრის ნერწყვში არსებული ფერმენტების მეშვეობით, წარმოიქმნება წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები. ამის შესახებ British Medical Journal-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა რეფლუქსის,(საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა) და იმ წყლულების სამკურნალოდ, რომელიც კავშირშია კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებებთან.

თაფლი ასევე რეკომენდებულია აკნეს, დამწვრობისა და სხვა ჭრილობების სამკურნალოდ. იმისათვის, რომ იზრუნოთ მგრძნობიარე კან ჯანმრთელონაზე, თაფლში შეგიძლიათ შეურიოთ ზეითუნის ზეთი, ყავისფერი შაქარი და ლიმონის წვენი.

ისტორიული ცნობები თაფლის შესახებ.

1922 წელს, როდესაც ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა მიაგნო ტუტანხამნის საფლავ, მან აღმოაჩინა თაფლით დალუქული ქოთნები, რომელიც საკვებად ჯერ კიდევ ვარგისი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინახებოდა ძვ.წ. 1327 წლიდან.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ თაფლს აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა, არის ალექსანდრე მაკედონელი. მისი ცხედარი ალექსანდრიაში ბაბილონიდან ჩამოასვენეს თაფლის ბალზამირების თვისებების წყალობით. როგორც ჩანს, თაფლის სასწაულებრივი თვისებები არსებობდა კაცობრიობის დასაბამიდან.

თაფლის სამკურნალო და კვებითი თვისებები დადასტურებულია რომაულ, ისლამურ და ბერძნულ ტექსტებში, სადაც ისინი ხაზს უსვამენ თაფლზე დაფუძნებულ სალათებისა და სასმელების გამოყენებას ახალგაზრდული იერის შესაარჩინებლად. ასევე, ძველ ინდურ აიურვედულ მედიცინის ტექსტებში თაფლი გამოიყენებოდა სხეულის დისბალანსის სამკურნალოდ. ასევე იმპოტენციის, ნაადრევი ეაკულაციისა და საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

საინტერესო ინფორმაცია ფუტკრების შესახებ.

            სკაში 40000-დან 60000-მდე ფუტკარი ცხოვრობს.

            ყოველ მოგზაურობაში მუშა ფუტკარს შეუძლია 50-დან 100-მდე ყვავილის მონახულება.

            ფუტკრები აგროვებენ და ინახავენ ნექტარს გულმკერდში.

            როდესაც ისინი სკებთან მიდიან, მუშა ფუტკრები მათგან ნექტარს იღებენ.

            ფუტკარი ნექტარს გარდაქმნის ინვერტაზად.

           უჯრედებში ინვერტაზა კარგავს წყლის 80%-ს და ასე იწყებ თაფლის შექმნა.