მატჩა არის მწვანე ჩაის კონცენტრირებული ფხვნილის ფორმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ჩინეთსა და იაპონიაში. ტერმინი „მატჩა“ დედნისეულ ენაზე ითქმის (მაა-ჩუჰ). რ ნიშნავს „დაფქულს“.
მატჩა მზადდება მცენარის ფოთლებისგან რომელსაც Camellia sinensis-ია ეწოდება. ეს გახლავთ მარადმწვანე ბუჩქი, რომელიც მიეკუთვნება Theaceae-ს ოჯახის. ინფორმაციისთვის: ყველა სახეობის ჩაი Theaceae-სგან მზადდება, ხოლო ფერისა და გემოს ვარიაციების დამუშავება შემდგომში ხდება.
მატჩას დამზადება სპეციალურ პირობებში მიმდინარეობს: დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სინათლისგან მისი იზოლირება ხდება, რათა გაიზარდოს მასში ქლოროფილის დონე. მოსავლის აღების შემდეგ, ჩაის ფოთლებს ადუღებენ, აშრობენ და წვრილ ფხვნილად ამუშავებენ.
სხვა სახის ჩაისგან განსხვავებით, მატჩა მზადდება მთლიანი ფოთლებისგან, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას.
ამის გარდა, მას ასევე აქვს ძლიერი, განსხვავებული არომატი.
მატჩას ჩაის სიძლიერის საიდუმლო მის პოლიფენოლურ ნაერთებშია, რომელსაც კატექინები ეწოდება. ეს არის ანტიოქსიდანტის ტიპი, რომელიც მხოლოდ სუპერპროდუქტებში გვხვდება.
სარგებელი
წონის კლება
კატექინებით მდიდარი ჩაის დალევა ხელს უწყობს ცხიმის და ზოგადად წონის კლებას.
კატექინები მატჩას ერთ ერთი მთავარი და აქტიური კომპონენტია, ისინი მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლური ნაერთებია, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მეტაბოლურ მუშაობაზე და ეფექტურად ებრძვის ცხიმოვან ქსოვილებს.
2. აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მატჩას გამოყენება პრაქტიკულია იმ ადამიანიებისთთვისაც, ვინც დაკავებულია ფიზიკური აქტივობით.
ხარისხიანი ვარჯიშის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი აღდგენა. მატჩა აუმჯობესებს აღდგენით პროცესებს, რადგან მასში შემავალი ნაერთები გამოირჩევა ადაპტოგენური თვისებებით.
კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მაღალი დატვირთვით, ან მძიმე წონებით ვვარჯიშობს.
გარდა ამისა მატჩა აღადგენს ჟანგვითი სტრესით გამოწვეულ უჯრედულ დაზიანებას, რაც ხელს უწყობს კუნთებისა და ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილებას.
3. საუკეთესო საკვები წყარო
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კატექინების სახელით ცნობილი ანტიოქსიდანტების ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები წყაროა.
უჯრედების ჟანგვითი დაზიანების შესაჩერებლად კატექინები უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე C და E ვიტამინები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებებთან ბრძოლაში.
L-თეანინის და კოფეინის ძლიერი კომბინაციის წყალობით, მატჩა ხელს უწყობს „სიმშვიდის" განცდას.
L-თეანინი არის ამინომჟავა, რომელიც ასევე ხელს უწყობს თავის ტვინში დოფამინისა და GABA-ს (გამა-ამინობუტერინის მჟავა) დონის ამაღლებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს შფოთვა და დეპრესია.
მატჩაში L-თეანინის დონე 5ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მწვანე ჩაიში.
3.ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას
Matcha-ს მკაფიო მწვანე ფერი ხაზს უსვამს მასში ქლოროფილის მაღალ დონეს. ქლოროფილი არის მცენარეული პიგმენტის სახეობა, რომელიც პასუხისმგებელია ფოტოსინთეზის პროცესში სინათლის შთანთქმაზე, რომელიც ქმნის ენერგიას.
ის ფაქტი, რომ მატჩა საგულდაგულოდ იზრდება ჩრდილში, ეს მას ხდის ქლოროფილით მდიდარს სხვა ჩაისთან შედარებით.
გარდა იმისა, რომ ქლოროფილი ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და ორგანიზმიდან არასასურველი ტოქსინების, ქიმიკატების და მძიმე მეტალების აღმოფხვრას.
ამ კუთხით, ყოველდღიურიად ერთი ფინჯანი მატჩას ჩაის მიღება არის შესანიშნავი საშუალებაა დეტოქსიკაციისთვის.
4.ნაყოფიერების გაუმჯობესება
2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მატჩას რეგულარულმა მოხმარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სპერმის კონცენტრაცია.
ეს პრობლემა განსაკუთრები იმ მამაკაცებს აქვს, ვინც სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლს.
მატჩაში შემავალი პოლიფენოლები აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ხელს უწყობს ნაყოფიერებას.