ბალზამიკო არის ღრმა ყავისფერი ძმარი, რომელიც მზადდება დაუდუღარი ყურძნის წვენისგან. იგი ცნობილია გამორჩეული, პიკანტური და განსხვავებული გემოთი.
ბალზამიკო ერთ ერთი პოპულარული ინგრედიენტია საკვების მომზადებაში, განსაკუთრებით სალათებსა და მარინადებში.
თუმცა საკვები ინგრედიენტის გარდა ბალზამიკოს ძმარს არაერთი სასარგბელო თვისებები აქვს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას
ბალზამიკო საკმაოდ ეფექტიანია ქოლესტერინთან საბრძოლველად. მასში არსებული ანტიოქსიდანტები მიზნად ისახავს სხეულისთვის ტოქსიკური “უჯრედების" მოცილებას. როდესაც ორგანიზმში მსგავსი ტიპის უჯრედების ჭარბი დაგროვება ხდება, ეს იწვევს LDL (არაჯანსაღი ქოლესტერინის) მატებას.
გარდა ამისა, ბალზამიკო შეიცავს პრობიოტიკურ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს წონის მართვას. იგი ხელს უწყობს საკვების სისავსის შეგრძნებას.
ჯანსაღ მონელებას
ბალზამიკოში მთავარი აქტიური ნაერთია ძმარმჟავა, რომელიც შეიცავს პრობიოტიკური ბაქტერიების შტამებს. ეს პრობიოტიკები არ ინარჩუნებენ მხოლოდ საკვებს - მათ ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ საჭმლის ჯანსაღ მონელებას და ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
გარდა ამისა პრობიოტიკები არის იმუნური სისტემის ნაწილი. ჯანსაღი ბაქტერიების არსებობას, ნაწლავის ბიომი ეწოდება.
შაქრის კონტროლი
ბალზამიკოს ძმარი ხელს უწყობს გლიკემიური ინდექსის კონტროლს. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი მოხმარების შემდეგ, ინსულინის რეზისტენტობის მქონე ადამიანებში მცირდება შაქრის დონე, მომდევნო ხუთი საათის განმავლობაში.
ბალზამიკო ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მატება.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
ბალზამიკოს ძმარი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც მუშაობაში ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
როგორც ავღნიშნეთ ბალზამიკო მზადდება ყურძნისგან, რომელიც თავის მხრივ ხელს უშლის თრომბოციტების დაგროვებას.
ეს არის ფაქტიურად ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ხმელთაშუა ზღვის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ბალზამიკოს ძმარს, როგორც "სამკურნალო" და "დაბერების საწინააღმდეგო" საშუალებას.
გარდა ამისა ბალზამიკოს დადებით ეფექტი აქვს არტერიულ წნევაზეც. 2001 წელს ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის მქონეებს, აქვთ უკეთესი არტერიული წნევა ბალზამიკოს ძმრის ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ.
1-დან 2 ჩაის კოვზი ბალზამიკოს მიღებით, თქვენ არა მხოლოდ უფრო გემრიელს ხდით თქვენს საკვებს, არამედ ხელს უწყობთ გულის ჯანმრთელობასაც.