სუპერ პროდუქტი ქლორელა

                  

ქლორელა არის მწვანე შეფერილობის ერთუჯრედიანი წყალმცენარე, რომელიც იზრდება  მტკნარ წყლებში.

არსებობს ქლორელას 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, მაგრამ ორი Chlorella vulgaris და Chlorella pyrenoidosa არის ყველაზე მეტად გავრცელებული.

ქლორელას აქვს მყარი უჯრედის კედელი, რომლის მონელებაც ადამიანებს არ შეუძლიათ, ამიტომაც მისი გამოყენება რეკომენდირებულია საკვებდანამატის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია კაფსულის, ტაბლეტის, ფხვნილისა და ექსტრაქტის სახით.

ეს სტატია განიხილავს ქლორელას ჯანმრთელობის სარგებელს.

საკვები ნივთიერებებით მდიდარი

ქლორელას აქვს შთამბეჭდავი კვებითი პროფილი, რის საფუძველზეც იგი ითვლება "სუპერ საკვებად". მიუხედავად იმისა, რომ მისი მკვებავი შემცველობა დამოკიდებულია ზრდის პირობებზე, გამოყენებულ სახეობებზე და დანამატების დამუშავებაზე, ნათელია, რომ ქლორელა შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებას.

ცილა: ქლორელა არის 50-60% ცილა. უფრო მეტიც, ეს არის ცილის სრული წყარო, რაც ნიშნავს, რომ ის შეიცავს ცხრავე აუცილებელ ამინომჟავას.

რკინა და ვიტამინი C: ქლორელა რკინის შესანიშნავი წყაროა. აქედან გამომდინარე, მან შეიძლება უზრუნველყოს ყოველდღიური მოთხოვნილების 6-40%. ის ასევე არის C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც გეხმარებათ რკინის ათვისებაში.

სხვა ვიტამინები და მინერალები: ქლორელა უზრუნველყოფს მცირე რაოდენობით მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, კალიუმს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას და სხვა B ვიტამინებს.

ხელს უწყობს დეტოქსიკაციას

ქლორელა ეხმარება ორგანიზმს "დეტოქსიკაციაში". განსაკუთრებით იგი ეფექტურია სხეულისგან მძიმე მეტალების და სხვა მავნე ნაერთების ამოღებაში, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ორგანიზმში.

მძიმე ლითონები მოიცავს ზოგიერთ ელემენტს, რომლებიც აუცილებელია მცირე რაოდენობით, (რკინა და სპილენძი) მაგრამ სხვა მძიმე ლითონები, როგორიცაა კადმიუმი და ტყვია, შეიძლება  ტოქსიკური უფრო დიდი რაოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მძიმე მეტალების სახიფათო დონეები ორგანიზმში, კარგი იქნება პროფილაქტიკისთვის პერიოდული დეტოქსიკაცია.

 აძლიერებს იმუნურ სისტემას

იმუნური სისტემა ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის გზით.

ეს არის კომპლექსური სისტემა, რომელიც შედგება მრავალი მექანიზმისა და უჯრედისგან, რომლებიც ორგანიზებულად მოძრაობენ, როდესაც „დამპყრობელი“ შედის სხეულში.

დადასტურებულია, რომ  ქლორელა აძლიერებს იმუნურ პასუხს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას.

მაგალითად ერთ ერთ კვლევაში ქლორელას მიღებისას მამაკაცები უფრო მეტ ანტისხეულს აწარმოებდნენ, ვიდრე პლაცებოს მიღებისას. ანტისხეულები გეხმარებათ ორგანიზმში უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა საკმაოდ პერსპექტიულია.

აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს.

კვლევები ადასტურებს, რომ ქლორელას საკვებდანამატები ხელს უწყობს  ქოლესტერინის შემცირებას.

მაგალითად 5-10 გრამი ქლორელას ყოველდღიური მიღება ამცირებს მთლიან და LDL ქოლესტერინს და ტრიგლიცერიდებს იმ ადამიანებში ვისაც მომატებული აქვს არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე.

გარდა ამისა ქლორელას შემცველობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში ლიპიდების დონის გაუმჯობესებას:

ნიაცინი: B ვიტამინი, რომელიც ცნობილია, რომ ამცირებს ქოლესტერინს (1 სანდო წყარო, 21).

ბოჭკოვანი: მას ეწოდება ქოლესტერინის „შემამცირებელი აგენტი“

კაროტინოიდები: დამტკიცებულია, რომ ბუნებრივად ამცირებს ქოლესტერინს.

ანტიოქსიდანტები: ხელს უშლის LDL ქოლესტერინის დაჟანგვას, რომელიც იწვევს გულის დაავადებებს.

ანტიოქსიდანტური მოქმედება

ქლორელა შეიცავს რამდენიმე ნაერთს, რომლებიც ითვლება ანტიოქსიდანტებად, ესენია: ქლოროფილი, ვიტამინი C, ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი და ლუტეინი.

ეს ანტიოქსიდანტები დაგეხმარებათ მრავალი ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში (26 სანდო წყარო).

ამ ანტიოქსიდანტების ნაწილი, როგორც ჩანს, ამცირებს გლიკაციის მოწინავე საბოლოო პროდუქტების (AGEs) წარმოებას, რაც იწვევს დიაბეტის  გართულებას.

სავარჯიშო გამძლეობა

კვლევები ადასტურებს, რომ ქლორელა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვებში ჟანგბადით გაჯერებას, რაც ასე ვთქვათ „გამძლეობის საზომია“

ეს ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ქლორელაში არსებული განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავებით.(BCAA)

განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები წარმოადგენს სამი ამინომჟავის კრებულს, რომლებიც დადგინდა, რომ აუმჯობესებს აერობულ შესრულებას.