"სოკო კორდიცეფსი" 6 მთავარი სარგებელი

                 

კორდიცეფსი არის სოკოს სახეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ითვლება მედიცინის ერთ ერთ მთავარ ელემენტად.

ბოლო წლების განმავლობაში კი, კორდიცეფსის სოკოზე კვლევამ, კიდევ უფრო შთამბეჭდავი დასკვნები გამოავლინა.

თავისუფალ რადიკალებთან, ინფექციებთან და ანთებასთან ბრძოლა, ეს ის რამდენიმე უნარია, რომელიც კორდიცეფსის სოკოს გამოყენებას ახასიათებს.

რაც მთავარია, არ არის საჭირო „სოკოს საძიებლად წასვლა“ რადგან იგი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებდამატის მეშვეობით.(ფხვნილის, კაფსულის და ტაბლეტის სახით)

მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ სოკოს.

სარგებელი

1. ზრდის იმუნურ ფუნქციას

კორდიცეფსის მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას.

კორდიცეფსი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, კერძოდ პოლისაქარიდებს, რომელიც განაპირობებს ზემოთ ჩამოთვლილ შესაძლებლობებს.

2. ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს გონებრივ მანიპულაციებს.

კორდიცეფსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც დაგეხმარებათ ებრძოლოთ თავისუფალ რადიკალებს, რათა თავიდან აიცილოთ ოქსიდაციური სტრესი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს დაბერების სიმპტომების შემცირებას.

 

ამის გარდა, კორდიცეფსის ექსტრაქტი აძლიერებს იმ ანტიოქსიდანტების აქტივობას, რომლებიც პაუსიხიმგებელია ტვინის გამართულ მუშაობაზე. ესენია: სუპეროქსიდის დისმუტაზა და გლუტათიონ პეროქსიდაზა.

3. აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას

კორდიცეფსი ითვლება ენერგიულ და აღმდგენ ადაპტოგენად, ამიტომ მას ხშირად იყენებენ  დაღლილობის, კუნთების ტკივილის სამკურნალოდ და სისუსტის შესამსუბუქებლად.

კორდიცეფსი ასტიმულირებს ATP-ს, რომელიც ითვლება ენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ვარჯიშის დროს. იგი შეიცავს ადენოზინს, ნუკლეინის მჟავას, რომელიც საჭიროა ატფ-ის, „ენერგიის გადამზიდველის“ შესაქმნელად, რომელიც კუნთებში ფიზიკური აქტივობის დროს იშლება.

4. აძლიერებს სექსუალურ ფუნქციას

სექსუალური ჯანმრთელობა ორივე სქესის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კორდიცეფსისგან მზადდება ლიბიდოს გასაძლიერებელი და რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებელი საკვებდანამატები, რომლის გამოყენება როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც შეუძლია.

კორდიცეფსის გამოყენებისას ორგანიზმი ჟანგბადს უფრო ეფექტურად იყენებს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის ნაკადი, რაც ერთ ერთი მთავარი ფაქტორია სექსუალური ფუნქციებისთვის.

ენერგიისა და გამძლეობის ზრდა, ანთების დაბალი რისკი, ეს არის ის პრობლემები, რომლებსაც კორდიცეფსი ებრძვის. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, სექსუალური ჯანმრთელობის უგულებელყოფა იწვევს ბევრ პრობლემას. (უშვილობა, სუსტი ლიბიდო)

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

კორდიცეფსის ორი აქტიური კომპონენტი, დ-მანიტოლი კორდიცეპინი და დეოქსიადენოზინი, ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მოქმედებაზე, რაც ხელს უწყობს ინსულინის და სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამიტომაც კორდიცეპსის საკვებდანამატები ებრძვის სისხლში შაქრის მაღალ დონეს.

6. მხარს უჭერს გულის ჯანმრთელობას

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა ძლიერი კავშირი კორდიცეფსსა და გულის ჯანმრთელობას შორის. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კორდიცეფსი იცავს გულს დაზიანებისგან, იგი ამცირებს   ქოლესტერინის დონეს, რაც ერთ ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია გულის კორონარული დაავადების.

ცუდი LDL ქოლესტერინის დონის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც მისი რაოდენობა მაღალია იგი გროვდება არტერიებში, რაც ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

ასევე კორდიცეფსი ამცირებს ტრიგლიცერიდებს, რომელიც თავის მხრივ ზრდის გულის დაავადებების რისკს.