საუკეთესო სპორტული საკვები დანამატები.

საუკეთესო სპორტული საკვები დანამატების არჩევა, საჭიროებს გარკვეული საკითხების ცოდნასა და კონსულტაციას. დროის სვლასთან ერთად, საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება საკვები დანამატების გამოყენება ყოველდღიურად, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რაში მდგომარეობს მათი ნამდვილი დანიშნულება.

 რა არის საკვები დანამატები?

 საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული წყაროები, სადაც შეიძლება კომპლექსურად იყოს გაერთიანებული მაგალითად: ყველა სახის მულტივიტამინები, მინერალები, სხვადასხვა საკვები ნუტრიენტები(მაგალითად: ცილა, ნახშირწყლები, ცხიმი) რომლებსაც მწარმოებელი კომპანიები აფასოებენ წინასწარ განსაზღვრული მოცულობის სახით (მაგ. 1კგიანი, 60 აბი და ასე შემდეგ). ასევე საკვებ დანამატებში შეიძლება იყოს სხვა ინგრედიენტების ფართო სპექტრი: ამინომჟავები, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, ბოჭკოვანი და სხვადასხვა მცენარეები და მცენარეული ექსტრაქტები.

რატომ უნდა მივიღოთ საკვები დანამატები და რა უპირატესობები აქვს მათ გამოყენებას?

ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესის გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ  ჯანსაღ კვებას. ადამიანს კი ყოველდღიურად ესაჭიროება ყველა სახის მნიშვნელოვანი საკვები ნუტრიენტების, მინერალებისა თუ ამინომჟავების მიღება. სწორედ ამიტომ,  საკვები დანამატები გამიზნულია კვების რაციონის გამოსასწორებლად, და მნიშვნელოვანი ფუნქციების (მაგ. ენერგიისა და ძალის ნაკლებობა)  განსავითარებლად.

როგორ გავარჩიოთ ორიგინალია თუ არა საკვები დანამატები?

ეს საკითხი განსაკუთრებულად საჭიროებს დაფიქრებას, რადგანაც  ყალბი დანამატები, როგორც წესი, შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს, როგორიცაა სტეროიდები, მავნე ქიმიკატები და ყალბი ინგრედიენტები, თუმცა ფერი და ტექსტურა შეიძლება ისეთივე ჰქონდეს, როგორც ორიგინალ საკვებ დანამატს.

 

 

კომპანია ვიტამინი, მომხმარებელს არაერთი წელია სთავაზობს მაღალი ხარისხის, ორიგინალ საკვებ დანამატებს, რომლებიც გადიან სხვადასხვა სახის ლაბორატორიულ კვლევასა თუ შემოწმებას. კომპანიაში არსებული ბრენდები ფლობენ ისეთ სერთიფიკატებსა თუ ხარისხის ნიშნებს როგორიცაა:

 (GMP) “კარგი წარმოების პრაქტიკა“ 

                                          

 

“INFORMED SPORT” (პროდუქტზე აღნიშნული ნიშანი მიუთითებს, რომ დანამატი არ შეიცავს   აკრძალულ ნივთიერებებს)

სპორტული საკვები დანამატები და მწარმოებელი ქვეყნები

(აშშ/დიდი ბრიტანეთი/ევროპა/)

რადგანაც ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში საკვებ დანამატებზე მოთხოვნა იზრდება, ამ პროცესის ხარისხიან წარმოებაში დღეს უკვე წამყვანი კონტინენტები აქტიურად არიან ჩართულნი.  ისინი მაღალი სტანდარტების დაცვით, არაერთი ხარისხის კონტროლის მეშვეობით, აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის ორიგინალ საკვებ დანამატებს.

საკვები დანამატების წარმოების თვალსაზრისით, ამერიკა პირველ ადგილს იკავებს, შემდგომ მას მოყვება დიდი ბრიტანეთი და ევროპა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად ამერიკაში, თითქმის 60%-ი აქტიურად იყენებს საკვებ დანამატს. დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იღებს სპორტულ დანამატებს.ხოლო ევროპის დანარჩენ ქვეყნებში მოსახლეობის 40%-ი.

კომპანია ვიტამინში წარმოდგენილია   ამერიკული, ბრიტანული და ევროპული ბრენდების მაღალი ხარისხის ორიგინალი საკვები დანამატები. ასევე თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, როგორც პროდუქტის სახეობებში, ასევე ფასშიც.

 

ტოპ 5 საუკეთესო სპორტული საკვები დანამატები

  1. პროტეინი

იგივე ცილა, ორგანული ნივთიერება, რომლებიც შედგება ამინომჟავების ჯაჭვისგან და ორგანიზმის ზრდა განვითარებაში უმთავრეს როლს თამაშობს. ცილა გვხვდება მთელ სხეულში, კუნთებში, ძვლებში, კანში, თმაში და სხეულის პრაქტიკულად ყველა სხვა ნაწილში ან ქსოვილში. ის ქმნის ფერმენტებს, რომლებიც აძლიერებენ ბევრ ქიმიურ რეაქციას და ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს თქვენს სისხლში. პროტეინს აქტიურად გამოიყენებენ ფიტნეს-სფეროში, რადგან ითვლება როგორც კუნთის მთავარი საშენი მასალა.

 

პროტეინის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

ზრდის კუნთოვან მასას.

შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს.

უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას.

ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში.

 

   2. ამინომჟავები

 

ამინომჟავები წარმოადგენენ პროტეინის სამშენებლო ბლოკებს  და სასიცოცხლოდ მნიშვენლოვან ფუნქციებში იღებენ მონაწილეობას. არსებობს ამინომჟავების დაახლოებით 20 სახეობა, საიდანაც 9 არის შეუცვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მათი სინთეზირება დამოუკიდებლად, 11 კი ცვლადი. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს შეუძლია მათი შექმნა სხვა ამინომჟავების მეშვეობით.

 

განვიხილოთ ამინომჟავების ერთ-ერთი პოპულარული ფორმა BCAA (ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი) 

BCAA წარმოადგენს კუნთის მთავარ საშენ მასალას. ეს ამინომჟავები, კუნთების მთელი ამინომჟავების 35%-ს შეადგენენ და იღებენ მნიშვნელოვან მონაწილეობას აღდგენით პროცესებში. ასევე მათ აქვთ ანტიკატაბოლური მოქმედების უნარი. BCAA-არ შეუძლია ორგანიზმში სინთეზირება, ამიტომ ადამიანს მისი მიღება შეუძლია საკვებთან ან საკვებ დანამატებთან ერთად.

 

BCAA ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

აჩქარებს აღდგენით პროცესებს

მატებს გამძლეობას

ზრდის ვარჯიშის ეფექტიანობას

ზრდის კუნთურ მასას

იცავს კუნთს კატაბოლიზმისგან

 

3.გეინერი

  • გეინერი მაღალ-კალორიული, კომპლექსური სახის საკვები დანამატია. მისი მთავარი დანიშნულება არის, წონის და კუნთოვანი მასის სწრაფი ზრდა. გეინერის მთავარი მახასიათებელი არის ნახშირწყლებისა და პროტეინის თანაფარდობა. მისი შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შემადგენლობას, რადგან მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია მის შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლების სტრუქტურაზე.

 

თუ გეინერის შემადგენლობაში ჭარბობს მარტივი ნახშირწყლები, რომელსაც მონოსახარიდები ეწოდება, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტ წილ ცხიმს მოიმატებთ, ვიდრე კუნთურ მასას. ხარისხიანია გეინერი სადაც წარმოდგენილია რთული ნახშირწყლები, ის შედგება რთული მოლეკულური სტრუქტურის მქონე პოლისახარიდებისგან.

 

გეინერის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

ხელს უწყობს წონის მატებას

მატებს კუნთოვან მასას

მატებს ძალას და გამძლეობას

უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას

ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს

შეიცავს მაღალ-კალორიულ, ცილოვან-ნახშირწყლოვან ნაერთებს.

 

4.კრეატინი

ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმი კრეატინფოსფატის სახით და განთავსებულია კუნთის ბოჭკოებში საკმაოდ მაღალი რაოდენობით. 1 კგ მასაზე

2 გრამი. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ კრეატინი მნიშვნელოვნად ზრდის ძალისმიერ მაჩვენებლებს. აღნიშნული ნივთიერება კუნთში აკავებს წყალს და კუნთის მოლეკულას მაქსიმალურ ტონუსს აძლევს.

თუმცა მისი გამოყენებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ რამოდნიმე მნიშვნელოვან ფაქტორს:

კრეატინის კურსის გაგრძელება არ უნდა აღემატებოდეს 2თვეს.

კრეატინის გამოყენების პერიოდში უნდა მოხდეს წყლის რეგულარული გამოყენება ყოველდღიურად. დაახლოებით 3ლიტრი დღეში, პატარა პორციებად.

კრეატინის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

მატებს ძალას და გამძლეობას

მატებს წონას

ხელს უწყობს მშრალი კუნთის მატებას

აუმჯობესებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას

უზრუნველყოფს უჯრედის ჰიდრატაციას

5.ენერგეტიკი

ენერგეტიკული საკვები დანამატი დაკოპლექტებულია ძირითადად მასტიმულირებელი, აქტიური ინგრედიენტებისგან, ისეთები როგორიცაა მაგალითად: ბეტა-ალანინი, ციტრულინი, არგინინი, კოფეინი და ასე შემდეგ..

ვისაუბროთ ერთ ერთ მნიშვნელოვან ამინომჟავაზე, რომელიც ხშირად გვხდება ენერგეტიკის შემადგენლობაში.

ციტრულინი - ამინომჟავა რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული არგინინთან.

ციტრულინის მალატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი არის მისი უნარი გავლენა მოახდინოს აზოტის ოქსიდის წარმოებაზე პლაზმაში L- არგინინის დონის ამაღლების გზით. აზოტის ოქსიდი არის ვაზოდილატორი, რაც ნიშნავს, რომ ის იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ზრდის სისხლის ნაკადს და მიმოქცევას არტერიული წნევის გაზრდის გარეშე. ეს ნიშნავს კუნთების უკეთეს აღდგენას, სწრაფ აღდგენას და საკვები ნივთიერებების გაუმჯობესებულ მოძრაობას საჭირო კუნთებში.

 

ამიტომაც არის, რომ ენერგეტიკული საკვები დანამატები ითვლება ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად ფიტნეს-სფეროში.

თუმცა მისი გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ მწარმოებელი კომპანიის რეკომენდაცია, არ მივიღოთ გადაჭარბებული დოზა და მოვერიდოთ მის გამოყენებას საღამოს საათებში.

          არის თუ არა საკვებ დანამატებში გადახდილი თანხა „ფულის ტყუილად ხარჯვა“?

          არა. რაერთი კვლევა თუ ადამიანების ინდივიდუალური შედეგი ადასტურებს საკვები

          დანამატების პრქტიკულ მუშაობასა თუ ეფექტიანობას. ყველა ადამიანი ერთმანეთისგან

          გასხვავებულია, შესაბამისად შედეგიც გახლავთ ინდივიდუალური. უნდა გვახსოვდეს, რომ

          სხეულის ტრანსფორმაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

         კომპანია ვიტამინი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული ადამიანებით,

         მზად არის დროის ნებისმიერ მონაკვეთში სრულფასოვანი კონსულტაციისთვის. სწორად

         შერჩეული ორიგინალი საკვები დანამატები კი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის 

         მიღწევაში.