ფეხბურთი, ისევე როგორც სპორტის მრავალი სახეობა, არის მაღალი ინტენსივობის სპორტი, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას.
ფეხბურთი არის “მომთხოვნი სპორტი” რომელიც შედგება თამაშის დროს ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშისა და მაღალი ინტენსივობის პერიოდების კომბინაციისგან.(უცაბედი აჩქარება/შენელება) ამიტომაც, თუ ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მოთხოვნები სათანადოდ არ არის დაკმაყოფილებული, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სათამაშო ხარისხზე.
გარდა ამისა, ფეხბურთის თამაშისას ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ტრავმებისა და ავადმყოფობის მიმართ. ამიტომ საკვებდანამატები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კვების ოპტიმიზაციის საშუალება ფიზიკური და გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად, ასევე აღდგენისა და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ნებისმიერი ფეხბურთელის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს კარგი დასვენება და ჯანსაღი კვება.
საუკეთესო საკვებდანამატები ფეხბურთელებისთვის
საუკეთესო საკვებდანამატები ფეხბურთელებისთვის ხშირ შემთვევაში არის ის, რაც ხელს უწყობს ძვლების და კუნთების ჯანმრთელობას, ენერგიის გაუმჯობესებას და ხარისხიან აღდგენებს.
ენერგეტიკული გელები
ენერგეტიკული გელები ან შუშხუნა აბები, შესანიშნავი ვარიანტია ფეხბურთელებისთვის, ენერგიის უზრუნველსაყოფად, რომლის მოქმედებაც დაფუძნებულია ნახშირწყლებზე.
ისეთ სპორტში როგორიცაა ფეხბურთი, დაღლილობა შეიძლება იყოს მთავარი დაბრკოლება თამაშის ხანგრძლივობისას. ენერგეტიკული გელების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ეს პრობლემა. ისინი ასევე შეიცავს ძირითად ელექტროლიტებს, რომლებიც ჩვეულებრივ იკარგება ოფლის გამო.
იზოტონური სასმელები
იზოტონური სასმელების შემადგენლობა, ჰგავს ენერგეტიკული გელების შემადგენლობას, თუმცა მისი უპირატებობა კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებაში გამოიხატება, რომელიც მოსახერხებელია მცირეა 1 წუთიანი შესვენებებისასაც კი.
ნახშირწყლების შემცველობა და ძირითადი ელექტროლიტების უნიკალური ნაზავი, როგორიცაა ნატრიუმი და მაგნიუმი, ხელს უწყობს თამაშის დროს სიმძლავრის, სიჩქარისა და კონცენტრაციის შენარჩუნებას.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები
ომეგა 3 არის მნიშვნელოვანი საკვებდანამატია ყველასთვის მათ შორის ფეხბურთელებისთვის. ეს ხელს უწყობს გულისა და ტვინის ჯანმრთელობას.
ომეგა -3 საკვებდანამატები უნდა განიხილებოდეს ფეხბურთელებისთვის როგორც “აღდგენის” საშუალება, რადგანაც ომეგა 3 -ს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს რეაქციის მოდულაციას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ინტენსიური ვარჯიშისა და მატჩების განრიგის დროს, როდესაც აღდგენის დრო მოკლეა.
კაზეინი
პროტეინის ნებისმიერი ფორმა დაშვებულია ფეხბურთელებისთვის, თუმცა კაზეინი განსათრებით ეფექტიანია, რომელიც გამოიყენება ძილის წინ. კაზეინის სინთეზი 6-8 საათის განმავლობაში ხდება, რაც საშუალებას აძლევს კუნთს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს საკვები ნივთიერებების მარაგი.
დადასტურებულია, რომ კაზეინის მიღება ძილის წინ აუმჯობესებს კუნთებში ცილის სინთეზს - კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას. ასევე ნელი მონელების წყალობით, უკეთ ხდება ამინომჟავების შეწოვა.
ვიტამინი D
ვიტამინი D კალციუმთან ერთად აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ საკმარისი ვიტამინი D, განურჩევლად მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ პროფესიონალი ფეხბურთელი.
ვიტამინი D ბუნებრივი წყაროა მზის სხივები, რომლის მოქმედებაც ზამთრის პერიოდში იზღუდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია განიხილოთ D ვიტამინის საკვებდანამატის სახით მიღება, რათა დარწმუნდეთ, რომ სხეული იღებს საჭირო დონეს.
გლუკოზამინი
ეს არის ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. გლუკოზამინი გვხვდება სახსრებში, სადაც ის ხელს უწყობს სტრუქტურული შემაერთებელი ქსოვილისა და ხრტილის ფორმირებას, ამიტომაც ფეხბურთელებისთვის ერრ ერთი საუკეთესო საკვებდანამატია.
გლუკოზამინი ხელს უწყობს სახსრებისა და ხრტილების ჯანმრთელობას, რაც გადამწყვეტია ისეთი მაღალი ინტენსივობის სპორტის თამაშისას, როგორიცაა ფეხბურთი.