როგორ ვმართოთ ჰორმონები?

სტრესი, 21-ე საუკუნის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ ერთი სიტყვის უკან შეიძლება მთელი რიგი პრობლემები იდგეს, რაც საერთო ჯამში, უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სტრესის მიღება უნებლიედ არ ხდება. ხშირ შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი ჰორმონებია, რომლებსაც სჭირდება მართვა. დღევანდელ ბლოგში ზუსტად ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

რა არის სტრესის ჰორმონები?

სტრესის მთავარი ჰორმონი კორტიზოლია, მისი გამომუშავება მაშინ ხდება როდესაც ორგანიზმი გარკვეული ზეწოლის ქვეშ ექცევა.(მაგალითად ვარჯიშის, შიშის, ან ამ თუ იმ სიტუაციის დროს, სადაც საჭიროა გამოსავლის პოვნა.)

თუმცა, კორტიზოლი არ არის ერთადერთი ჰორმონი და სიმართლე რომ ვთქვათ, ის შეიძლება არც იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრესის ჰორმონებს შორის. მაშ რომელია ის ჰორმონი რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სტრესზე? ეს არის ინსულინი.

ინსულინის გაგონებაზე ადამიანთა უმეტესობას ახსენდება დიაბეტი, წონის მატება, დაბალ ტესტოსტერონი, სისხლში შაქრის დაბალი დონე და ასე შემდეგ.

სინამდვილეში, ინსულინს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა ჰორმონზე, რაც თავისთავად კავშირშია სტრესის მართვასთან.

კორტიზოლისა და ინსულინის გარდა სტრესის დროს გამომუშავდება სხვა ჰორმონებიც:

ადრენალინი

ნორეპინეფრინი

კატექოლამინები

ვაზოპრესინი

კორტიკოტროპინის გამომყოფი ჰორმონი

გონადოტროპინები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

Ზრდის ჰორმონი

პროლაქტინი

საკვების და ჰორმონების კავშირი

შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ საკვები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით საჭიროა ყურადღება მიაქციოთ შაქრის გამოყენებას.

 შაქრის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: „ტვინის ნისლი, მეხსიერების დაკარგვა, დემენციის გაზრდილი რისკი.

როდესაც იმაზე მეტ შაქარს იღებთ ვიდრე საჭიროა, ან გვაქვს კვების არასტაბილური რეჟიმი, ზიანს ვაყენებთ ორგანიზმს, რაც თავის მხრივ იწვევს სტრესს.

როდესაც ადამიანს არ აქვს კარგი კვების რეჟიმი, ორგანიზმი აგროვებს ინსულინს, რაც გავლენას ახდენს დანარჩენ ჰორმონებზე. ამრიგად, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მით მეტად იზრდება ინსულინი.

საერთო ჯამში, ჭარბი ინსულინი ფაქტიურად ყველაფერზე ახდენს უარყოფით გავლენას, ადამიანის განწყობიდან დაწყებული მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობით დამთავრებული.

როგორ ვიმოქმედოთ სტრესის დასაძლევად

ჰორმონების ბალანსის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე საკითხს მიაქციოთ ყურადღება.

ინტერვალური კვება ძალზედ სასარგებლოა და ერთ ერთი პრაქტიკული საშუალებაა სტრესის მართვაში. დიდი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე ყოფნა(12-16სთ) ორგანიზმს კეტოზში აყენებს, ტვინი საწვავად იყენებს გლუკოზას და შემდგომ კეტონებზე გადადის.

რეკომენდირებულია კვებებს შორის სხვაობა მინიმუმ ოთხი საათი იყოს, რადგან თქვენ უნდა მოახდინოთ სხეულის მგრძნობელობა გლუკოზისა და ინსულინის მიმართ, რათა გადახვიდეთ კეტონების გამოყენებაზე.

კეტო დიეტა ხელს უწყობს მეტაბოლურ სტაბილურობას, რაც პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ ბალანსთან.

შარდის pH დონის მართვა აუცილებელია იმისათვის, რომ სტრესი სრულად ვმართოთ. ”ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არტერიული წნევის, გულისცემის და წონის კონტროლი. რაც უფრო მეტ კორტიზოლ გამოიყოფა, მით უფრო საჭიროა შარდის Ph ბალანსი.

მოერიდეთ ტოქსინებს. არსებობს გამონათქვამი: ისეთები ვართ, როგორ საკვებსაც ვჭამთ,“ მოერიდთ ჰერბიციდებით ან პესტიციდებით გაჯერებულ საკვებს, რადგან ისინი ითვლება მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებად. მათ ეწოდებათ ენდოკრინული დამრღვევები რადგან წონასწარობიდან გამოჰყავთ ჰორმონალური სისტემა.

ეს კი თავის მხრივ აადვილებს სტრესის ჰორმონების შეღწევას სხეულის სისტემაში და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე.

არ ჭამოთ ძალიან გვიან. თუ საღამოს 7 საათის შემდეგ ჭამთ, ორგანიზმში ინსულინის დონე 30%-დან 70%მდე ზრდება.

სტრესის საწინააღმდეგო საკვებდანამატები

ომეგა -3 თევზის ზეთი - დარწმუნდით, რომ ის არის მაღალი ხარისხის და შეიცავს EPA, DHA ცხიმოვან მჟავებს საკმარისი რაოდენობით.

ადაპტოგენები.მაკას ფესვი, აშვაგანდა, ჟენშენი. ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან სტრესის გამომწვევ მავნე მოლეკულებს.

მელატონინი. ხელს უწყობს ხარისხიან ძილს, რა დროსაც მთელი რიგი მეტაბოლური პროცესები მიმდინარეობს.

ვიტამინი D. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ტესტოსტერონის გამოყოფას.(დაბალი ტესოსტერონი მამაკაცებში იწვევს არაერთი პრობლემას, მათ შორის კორტიზოლის ზრდას.)

შეჯამება

თუ სხეულს არ უწევს მუდმივად ზედმეტი ინსულინის და კორტიზოლის შედეგად გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა, ბუნებრივი გზით მატულობს პროგესტერონი. ეს არის ჰორმონ, რომელიც აჯანსაღებს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. შედეგად თავს გაცილებით ენერგიულად და პროდუქტიულად იგრძნობთ.