როგორ შევინარჩუნოთ თირკმელების ჯანმრთელობა

 

თირკმელები, სასიცოხლო მნიშვნელობის ორგანოა, რომელსაც ვიზუალურად აქვს ლობიოს ფორმის მოყვანილობა. თირკმელები განლაგებულია ქვედა ნეკნების უკან, ხერხემლის ორივე მხარეს. თირკმელების მეშვეობით ხდება ნარჩენების და ტოქსინების გამოდევნა სისხლიდან, რომელიც გადააქვს შარდის ბუშტში, საიდანაც შარდის მეშვეობით ხდება მათი საბოლოო გამოდევნა. თირკმელები ასევე არეგულირებს სხეულში არსებულ სითხის ბალანსს და ხელს უწყობს მინერალების შენარჩუნებას. (ნატრიუმი, კალიუმი და ფოსფორი) თირკმელები სისხლში დაბალანსებული კონცენტრაციით, ააქტიურებს D ვიტამინს, რომელსაც ორგანიზმი საჭიროების შემთხვევაში იყენებს, ხოლო შემდგომ, გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში წითელი უჯრედების წარმოებას და არტერიული წნევის რეგულაციას.

ცხოვრების წესის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს თირკმელების ჯანმრთელობაზე. რეგულარული ფიზიკური აქტივობით, ჯანსაღი კვებით და სწორად შერჩეული საკვები დანამატების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ რომ იზრუნოთ თქვენი თირკმელების ჯანმრთელობაზე.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, საკვებ დანამატებს რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ, შეინაჩუნოთ ან უფრო მეტად გააუმჯობესოთ თქვენი თირკმელების მდგომარეობა. (საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ თქვენ დაგისვეს თირკმელების დაავადების რაიმე ფორმის დიაგნოზი, გონივრული იქნება ჯერ მიმართოთ ექიმის კონსულტაციას ნებისმიერი რეჟიმის დაწყებამდე) ჩვენს მიერ განხილული საკვები დანამატები, ხელს უწყობს თირკმელების შიდა ფილტრების ოპტიმიზაციას.

 

ალფა ლიპოის მჟავა

 

ალფა ლიპოის მჟავა, როგორც წყალში, ასევე ცხიმში ხსნადი ტიპის ანტიოქსიდანტია, იგი წარმოადგენს ორგანიზმში ენერგიის მეტაბოლიზმის უკიდურესად მნიშვნელოვან კომპონენტს. ალფა ლიპოის მჟავა მზადდება მიტოქონდრიის შიგნით (ორგანიზმის ელექტროსადგურები, რომელიც მდებარეობს სხეულის ყველა უჯრედში) სადაც ის ეხმარება ძირითად ფერმენტებს საკვები ნივთიერებების ენერგიად გადაქცევაში. ამის გარდა, ალფა ლიპოის მჟავა თამაშობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს სხეულში: ის იცავს თირკმელების უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან.  ეს ფაქტი ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ცნობილ ჟურნალ Inflammation-ში, სადაც მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ თირკმელების ქსოვილში, ალფა ლიპოის მჟავამ მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია ორი მთავარი ანტიოქსიდანტის:  სუპეროქსიდის დისმუტაზას (SOD) და კატალაზას (CAT). აღნიშნული ტიპის ანტიოქსიდანტები თავის მხრივ, ამცირებს თირკმელებში ანთების პროცესებს და ოქსიდაციურ სტრესს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ალფა ლიპოის მჟავის სარგებელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.  ჟურნალში Natural Medicine-ის კვლევაში ნათქვამია, რომ იგი ამცირებს თირკმელებში კენჭების დაგროვებას. გარდა ამისა, ალფა ლიპოის მჟავა აუმჯობესებს ნერვულ სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს მახსოვრობას, არეგულირებს ტრიგლიცერიდისა და LDL (ცუდი) ქოლესტერინის დონეს.

 

პრობიოტიკები

პრობიოტიკები, იგივე ცოცხალი ბაქტერიები, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მუშაობას. თუმცა, სასარგებლო ბაქტერიებს შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე უბრალოდ ის, რომ უბრალოდ გააუმჯობესოს კუჭ - ნაწლავის ჯანმრთელობა. მათ ასევე შეუძლიათ დაიცვან თირკმელები CKD გართულებისგან, CKD ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც თირკმელები დაზიანებულია და ვერ ფილტრავს სისხლს ისე, როგორც საჭიროა. ამის გამო, ჭარბი სითხე და სისხლის ნარჩენები რჩება ორგანიზმში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება და ინსულტი.

პრობიოტიკები მინიმუმამდე ამცირებს ურემიული ტოქსინების გამომუშავებას.(ურემია ვითარდება თირკმელების დაზიანებისას. ტოქსინები, ან სხეულის ნარჩენები, რომლებსაც თირკმელები ჩვეულებრივ გამოყოფენ შარდით და სანაცვლოდ სისხლში შედიან. ეს ტოქსინები ცნობილია, როგორც კრეატინინი და შარდოვანა)

ასე, რომ პრობიოტიკების ეს ორმაგი მოქმედება აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას. პრობიოტიკებს ასევე შეუძლიათ დაიცვან ნაწლავი გაჟონვისგან. ეს გახლავთ მდგომარეობა, რა დროსაც მავნე ბაქტერიებ ნაწლავური ტრაქტიდან სისხლში ხვდება. მრავალშტამიანი პრობიოტიკის გამოყენება დაგეხმარებათ გააუმჯობესო ნაწლავში ბაქტერიული ბალანსი და შეამცირო ნაწლავის ბარიერის გამტარიანობა.

 

რესვერატროლი

რესვერატროლი არის პოლიფენოლი(ბუნებრივი ნაერთი) ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის ბუნებრივად გვხვდება თხილში, კენკრაში და წითელი ყურძნის კანში, მაგრამ დაბალი კონცენტრაციით. რესვერატროლის სარგებელი საკმაოდ მრავალმხრივია, კვლევები ადასტურებს რესვერატროლის სარგებელს თირკმელების ჯანმრთელობის შესახებ. მას შეუძლია დაიცვას თირკმელები სხვადასხვა ტოქსინებისგან, მათ შორის მძიმე მეტალებისგან, რომელიც ორგანიზმში შესაძლოა წამლის ან ალკოჰოლის მეშვეობით მოხვდეს, ეს კი თავის მხრივ იწვევს თირკმელების დაზიანებას. ამ უნარების მეშვეობით, რესვერატროლი ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს თქვენს თირკმელებს დაზიანებისგან, არამედ აუმჯობესებს თირკმლის ფუნქცია მოვალეობას.

ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ რესვერატროლი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არის ანტიკანცეროგენული (ქიმიური ნივთიერება, რომლის მოქმედებაც ბლოკავს სიმსივნის განვითარების რისკს) და გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო  მოქმედება.

 

N-აცეტილ-L-ცისტეინი

 N-აცეტილცისტეინი, რომელიც გახლავთ ნახევრად ცვლადი სახის ამინომჟავის ცისტეინის დამატებითი ფორმა. Nac- აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესში.

n-აცეტილცისტეინი, იგივე NAC არის გლუტათიონის წინამორბედი, რომელსაც ჩვეულებრივ წოდებ სხეულის მთავარ ანტიოქსიდანტ. იგი გახლავთ იმ ტიპის ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს თირკმლის უჯრედებს მძიმე მეტალების და სხვა მავნე ტოქსინებისგან.

 NAC- მთავარი სარგებელი გახლავთ ის, რომ მას შეუძლია შეზღუდოს გლიკაცია, რომელიც ამრავლებს AGE-ებს. AGE-ები ეს არის საშიში ქიმიკატები, რომლებიც წარმოიქმნება გლიკაციის პროცესის შედეგად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ცხიმი ან ცილა რეაქციაში შედის შაქართან და ეს ყველაფერი მიმდინარეობს სისხლში. AGE-ები  ბუნებრივად გვხვდება ადამიანის სხეულში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მისი რაოდენობა უფრო მეტად იზრდება. დროის სვლასთან ერთად, სხეულში უჯრედული პირობები უარესდება, რაც შემდგომ გამოიხატება დაბერების პროცესით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ საკითხს მივაქციოთ ყურადღება, რადგანაც AGE-ების მაღალმა მაჩვენებლა, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა. ყურადღება მივაქციოთ საკვებს, განსაკუთრებით კი ცხიმისა და შაქრის კომბინაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაიტაროთ NAC-ის მეშვეობით თირკმელების პროფილაქტიკა.