როგორ შევინარჩუნოთ ტესტოსტერონის დონე?

 

ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცი სხვადასხვა ჰორმონალურ ცვლილებას განიცდის. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც ცნობილია „ანდროპაუზის“ სახელწოდებით.

მამაკაცებში „ანდროპაუზა“- ს თავისი სიმპტომები აქვს, რომლებიც დაკავშირებულია ტესტოსტერონისა და დეჰიდროეპიანდროსტერონის ჰორმონების ნელ, მაგრამ სტაბილურ შემცირებასთან.

მამაკაცებში ჰორმონალური ცვლილებების სიმპტომებია:

დაღლილობა

დეპრესია

გაღიზიანებადობა

დაქვეითებული ლიბიდო

ერექციული დისფუნქცია

ღამის ოფლიანობა

რა იწვევს დაბალ ტესტოსტერონს?

30 წლის შემდეგ, ტესტოსტერონის დონე ყოველწიურად 1%ით იკლებს, ხოლო ყოველ ათწლეულში 10%-ით.

ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის მკვეთრი ან უცაბედი ვარდნა.

სიმსუქნე, დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა დაბალი ტესტოსტერონის ძირითადი მიზეზებია.

მაგალითად ჭარბი წონა მამაკაცებში ამცირებს ტესტოსტერონს და პროპორციულად ზრდის ესტროგენის დონეს.

„ქსენესტროგენების“ ზემოქმედება საკმაოდ დიდია, ის შეიძლება იყოს საკვებში და გარემოში შემავალი ნაერთებში, რომლებიც ახდენენ ესტროგენულ ეფექტს.(პესტიციდები, პლასტიკები, თამბაქოს კვამლი, მძიმე მეტალები.) ქსენოესტროგენები აძლიერებენ ესტროგენის მოქმედებას მამაკაცებში, რაც იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას.

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა

მეორეს მხრივ, ინტენსიური ვარჯიშები, განსაკუთრებით ძალისმიერი, ტესტოსტერონის წარმოების გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის მართვას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ტესტოსტერონის დონეზე. სტრესის სამართავად მნიშვნელოვანია კორტიზოლის კონტროლი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს.

როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი

ტესტოსტერონის დონის ამაღლების ერთ ერთი საუკეთესო გზა არის ინსულინის კონტროლი.

სხეულის წონის და სისხლში შაქრის კონტროლით შესაძლებელია 50%-ითაც კი გაზარდოთ ტესტოსტერონის დონე.

საკვებდანამატები ტესტოსტერონის ბუნებრივად ზრდისთვის

თუთია

თუთია არის ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი მამაკაცის სექსუალური ფუნქციისთვის. განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით ის არის სპერმაში.

თუთია ჩართულია მამაკაცის რეპროდუქციის პრაქტიკულად ყველა ასპექტში, მათ შორის ტესტოსტერონის მეტაბოლიზმში.

რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა მხარს უჭერს თუთიის საკვებდანამატების გამოყენებას სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უნაყოფობა მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ამის ერთ ერთ მიზეზი სპერმის ხარისხის დაქვეითებაა.

თუთიის ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად რეკომენდებულია 30-დან 45 მგ.

ფენგრიკი

ფენგრიკი შეიცავს უამრავ აქტიურ მცენარეულ ნაერთს, განსაკუთრებით ფენუსიდს და პროტოდიოსკინს.

სამედიცინო კვლევებში ფენგრიკის ექსტრაქტებმა აჩვენა საკმაოდ დადებითი შედეგები ლიბიდოს და ტესტოსტერონის დონის გაუმჯობესების კუთხით.

ფენგრიკის საკვებდამატები განსაკუთრებით ეფექტურია, ლიბიდოს სტიმულაციის და სექსუალური ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ტრიბულუსი

ტრიბულუსი ტრადიციულად გამოიყენება როგორც აიურვედულ, ასევე ევროპულ ხალხურ მედიცინაში სექსუალური პოტენციალის გასაზრდელად.

2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ტრიბულუსის მიღება 60 დღის განმავლობაში ხელს უწყობს ტესტოსტერონის ზრდას და აუმჯობესებს ერექციული დისფუნქციას.

მაკა

რაც დრო გადის მაკა სულ უფრო პოპულარული ხდება. მაკა არის მცენარე, რომელიც იზრდება ექსკლუზიურად პერუში.

მაკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარგებელი არის სექსუალური სურვილისა და ფუნქციის გაძლიერება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. კლინიკური კვლევები ადასტურებს ამ თვისებებს, მათ შორის მაკას სარგებელს ერექციულ ფუნქციაში. მაკა პირდაპირ გავლენას არ ახდენს ტესტოსტერონის დონეზე, მაგრამ მოქმედებს მთელ ენდოკრინულ სისტემაზე, რათა შეამციროს სტრესის მავნე ზემოქმედება, აუმჯობესებს განწყობას, ენერგიას და გამძლეობას.

მაკას მრავალი ფორმა და სახეობა არსებობს. ზოგადი ჯანმრთელობისთვის, მაკას ფხვნილი შესანიშნავი ვარიანტია. როდესაც უფრო ძლიერი ეფექტია სასურველი, ხშირად რეკომენდირებულია ჟელატინიზებული მთლიანი ტუბერებისგან დამზადებული ექსტრაქტები (სახამებლის მოცილება).

 

ერექციული დისფუნქცია

ერექციული დისფუნქცია (ED) არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება მამაკაცის სექსუალური უუნარობის მამაკაცის გამოსახატავად.

ED შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მიზეზებით. 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული მიზეზია მამაკაცის სასქესო მიდამოებში მთავარი არტერიების ათეროსკლეროზი.

გამოიყენეთ ისეთი საკვები და საკვებდანამატები რომლებიც ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას. ესენია: ზღვის პროდუქტები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ჭარხალი, შავი შოკოლადი და პოლიფენოლებისა და ფლავონოიდების სხვა წყაროები, მათ შორის ბროწეული, მწვანე ჩაი, ფიჭვის ქერქი და ყურძნის თესლის ექსტრაქტები.

ასევე ამინომჟავებიდან არგინინი და ციტრულინი, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის ნაკადის გაზრდით სისხლძარღვებში აზოტის ოქსიდის წარმოებას.

ლიკოპენი, კაროტინი, რომელიც წითელ ფერს აძლევს პომიდვრის პროდუქტებსა და საზამთროს, მნიშვნელოვანი დიეტური ფაქტორია პროსტატის ჯანმრთელობისთვის. ჰარვარდის მკვლევარების მიერ ჩატარებულ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებსაც ჰქონდათ ყველაზე მეტი ლიკოპენი დიეტაში, აჩვენეს პროსტატის კიბოს განვითარების 21%ით ნაკლები რისკი.