როგორ შევინარჩუნოთ ჰიდრატაცია?

საუკეთესო სასმელები ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად

წლევანდელი ზაფხულის კლიმატი საზოგადოების ერთ ერთი ყველაზე ხშირი განხილვის საგანია.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულმა რეკორდულმა ტემპერატურამ ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემები შექმნა. თუმცა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, შეიძლება სხვა ტიპის დისკომფორტი ავიტანოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, როდესაც საქმე ჩვენი ან ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს ეხება. დღევანდელ სტატიაში განხილული იქნება უსაფრთხოების ერთ ერთი მხარე, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ თქვენის მხრივ შეამსუბუქოთ მაღალი ტემპერატურის შედეგად შექმნილი დისკომფორტი.

შეერთებული შტატების მედიცინის ინსტიტუტმა გამოავლინა, რომ ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ზაფხულის პერიოდში არის დეჰიდრატაცია, რა დროსაც ორგანიზმი დღის განმავლობაში სტანდარტულზე მეტ სითხეს კარგავს. ამის შედეგად, სხეული მარტივად იღლება და მცირდება კოგნიტურ მანიპულაციები, რადგან ტვინის 76%-ი წყლისგან შედგება. მსგავსი პრობლემები რომ თავიდან ავირიდოთ, მოდი განვიხილოთ ჰიდრატაცის რამდენიმე ალტერნატივა.

რას უნდა მოვერიდოთ

ალკოჰოლური სასმელები: ზაფხულის პერიოდში ეცადეთ იშვიათად მიიღოთ ალკოჰოლი, განსაკუთრებით მათ გამოყენებას მოერიდეთ მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში ბევრი სითხე აქვს ორგანიზმს დაკარგული.(ამის შემჩნევა საკმაოდ მარტივია) ალკოჰოლი არის შარდმდენი, რომელიც პირიქით, იწვევს  გაუწყლოებას. მაგალითისთვის: ზაფხულში ცივ ლუდის მიღება შეიძლება მიმზიდველად ჟღერდეს და იმ წამის წყურვილი მოგიკლათ, მაგრამ ის არ არის რეკომენდირებული დატენიანებისთვის. ლუდი შეიცავს სამიდან ხუთ პროცენტამდე ალკოჰოლს, რომელიც აიძულებს ორგანიზმს გამოდევნოს სითხე.

გამაგრილებელი სასმელები: შეიცავს წყალს, თუმცა დიდი რაოდენობით მარტივ შაქარს, რაც სხეულში გარდაიქმნება არაფრის მომცემ კალორიად. მარტივად რომ ვთქვათ მათ არ გააჩნიათ არანაირი კვებითი ღირებულება. მსგავსი სასმელი არ არის რეკომენდებული ზაფხულში, როგორც დამატენიანებელი, მით უმეტეს, სპორტულ, ან სხვა აქტივობების დროს, რადგან ნახშირბადის და შაქრის მაღალი შემცველობის გამო მა შეუძლი გამოიწვიო კუჭი პრობლემები.

ეგრეთწოდებული ნატურალური წვენები: ერთი შეხედვით თითქოს სასარგებლოა, მაგრამ ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, საღებავებს და ხელოვნურ არომატებს, რომლებიც დამზადებულია ისე, რომ მათ შეუძლიათ თვეების განმავლობაში გაძლო ყუთში. სინამდვილეში ასეთი ტიპის სასმელები არ შეიცავს ნამდვილი ხილის საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ბოჭკოვანი.

ენერგეტიკული სასმელები: შეიცავს სტიმულატორებს, როგორიცაა კოფეინი და ტაურინი, რამაც შეიძლება შეამციროს კუნთების დაღლილობის შეგრძნება, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ტაქიკარდია. ზოგიერთი ენრგეტიკი შეიცავს გუარანას. ეს არის მცენარ, რომელიც შედგება კოფეინის, თეობრომინისა და თეოფილინისგან, ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდოს გულისცემა. ენერგეტიკული სასმელებიც ერთი შეხედვით შეიძლება გამაგრილებელი იყოს, მაგრამ მასში შემავალი კოფეინი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც არ არის კარგი დატენიანებისთვის.

დიეტური გაზიანი სასმელები: მათ არ აქვთ შაქარი, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით წყალში გახსნილ საღებავებს და ხელოვნურ არომატებს და არ იძლევა ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. თუმცა, ის ითვლება როგორც ალტერნატივა, როდესაც გსურთ სითხის მიღება კალორიების გარეშე.

რეკომენდირებული სასმელები

სუფთა წყალი: ობიექტურები უნდა ვიყოთ. წყალს, სრულად ვერაფერი ვერ შეცვლის, რადგან ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება. წყალი ჩართულია ბუნებაში არსებულ ყველა ქიმიურ პროცესში და ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ფუნქციაში, იმ უპირატესობით, რომ ის ერთადერთი სითხეა, რომელიც არ შეიცავს კალორიას.

 თუ წყურვილს გრძნობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ სხეულმა წყალი დაკარგა, რომელიც უნდა შეავსოთ. ამიტომ ზაფხულში მიიღეთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე სხვა დროს სვამთ.

სპორტული სასმელები: სპეციალურად შექმნილი პროდუქტი სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც დაკარგა მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალი და ელექტროლიტები, მაგალითად ფიზიკური აქტივობის დროს, ან თუ გაქვთ ჰიპერჰიდროზი (გადაჭარბებული ოფლიანობა), მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათ აქვთ  ნატრიუმის, კალიუმის და სხვა მინერალების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც სხეული კარგავს ოფლიანობისას.

 

უშაქრო ნატურალური წვენები: ძირითადად ასეთი ტიპის სასმელი შეგიძლიათ მოიმზადოთ სახლში ხილის და ბოსტნეულის მეშვეობით. ასეთ დროს დარწმუნებული ხართ, რომ მიირთმევთ ნატურალურ სასმელს, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს. გარდა იმისა, რომ მოცემულ სიტუაციაში წყურვილს სწორი ფორმით კლავ, ორგანიზმს აწვდით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც ატენიანებს მას.

ეცადეთ მომზადებიდან მალევე მიიღოთ წვენი, რათა მან არ დაკარგოს კვებითი ღირებულება, ატმოსფეროში ჟანგბადთან ურთიერთქმედების შემდეგ. როცა არ გწყურიათ, მაგრამ გშიათ, მიირთვით მთლიანი ხილი და ბოსტნეული (უმჯობესია კანიანად), რათა ორგანიზმს მეტი ვიტამინები, მინერალები და ბოჭკოვანი მიაწოდოთ.

ჩაი: შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ზაფხულის პერიოდში მისი გამოყენება, მაგრამ ჩაი არის სასმელი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ნივთიერებები, რომლებიც ებრძვიან მავნე ნაწილაკებს, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში სხვადასხვა პროცესების დროს), რაც ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იქნება კარგი მისი გამოყენება ზაფხულის პერიოდში. 

უმჯობესია ჩაი მიირთვათ პაკეტების ან ნატურალურ ჩაის ფოთლების სახით. მოერიდეთ მზა ჩაის დალევას სადაც ჩამატებულია შაქარი, კონსერვანტები, და ხელოვნური არომატიზატორები.

ინფუზიები: ამ ტერმინოლოგიაში გაერთიანებულია მცენარეული ექსტრაქტები და ყვავილები, რომელსაც უძველესი დროიდან მოყოლებული სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება. დღესაც მრავალი წამალი იწარმოება ბალახისა და ყვავილის ექსტრაქტების საფუძველზე. ასევე მათ საკმაო ეფექტი აქვთ დატენიანების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანილეული საკვების ხილთან შერევა, რომელსაც ძლიერი თერაპიული ეფექტი აქვს.