როგორ შევამოწმოთ Optimum nutrition-ის ავთენტურობა

პროტეინის ხსენებაზე რომელი ბრენდი გახსენდებათ? დიდი ალბათობით ეს იქნება WHEY GOLD STANDART-, რომელიც შექმნილია კომპანია OPTIMUM NUTRITION-ის მიერ.

WHEY GOLD STANDART- მა საკვებ დანამატების, კერძოდ კი პროტეინის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. უფრო მეტიც, პროტეინის ხარისხის შეფასების სტანდარტადაც კი იქცა. ის დღემდე გახლავთ ნომერ პირველი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი შრატის პროტეინი მთელს მსოფლიოში.

თუმცა, გასათვალიწინებელია ის დეტალი, რომ არსებობს ძალიან ბევრი არაორიგინალი ვერსია, რომელსაც შეიძლება საქართველოშიც შეხვდეთ. ამიტომაც დღევანდელ ბლოგში განხილული ინსტრუქცია, დაგეხმარებათ შეამოწმოთ ყიდვისას მისი ავთენტურობა.

სანამ დავიწყებდეთ ავთენტურობის განხილვას, მანამდე მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას: OPTIMUM NUTRITION-ის საკვებდანამატები მზადდება აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიით აშენებული ქარხნები, სადაც ოფიციალურად ხდება ავთენტური OPTIMUM NUTRITION-ის პროდუქტების დამზადება.

დღევანდელ მსოფლიოში რამდენიმე ქარხანაში პროდუქტების წარმოება ჩვეულებრივი რამ გახლავთ, ეს ბევრად ამარტივებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მათ რეალიზებას.

მოდი, ცალკეულად განვიხილოთ როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში დამზადებული  WHEY GOLD STANDART-ის ავთენტურობის ნიშნები.

           დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

https://www.optimumnutrition.com/en-gb/authentic-products?fbclid=IwAR0r0saHH70UFRm6kUmYNfBlveNfbaSOzPYTCCxtFhHf3F1nt9HCXv2KAbM

                                           ტუბის ყელი

ორიგინალი GOLD STANDART-ის ტუბებს(ბანკის ტიპი, სადაც მოთავსებულია პროტეინის ფხვნილი) აქვს პრიალა თხელი პლასტიკატი შემოკრული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შავი ან ოქროსფერი ფერის. სხვა შემთხვევაში პროდუქტი არის არაორიგინალი.

                            ტუბის დიზაინი

ორიგინალი GOLD STANDART- ის ტუბის ძირზე, უნდა იყოს წრიული ჩაღრმავება. ასევე ცენტრალურ ადგილში უნდა გასდევდეს სპეციალური ქარხნული ხაზი მთელ სიგრძეზე.

                       ვაკუუმური დაცვა

Optimum Nutrition-ის პროტეინის ტუბებს აქვთ მუყაოს ტიპის დამცავი ფოლგა, რომელიც დაცვის მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის. ფოლგა შიგნიდან უნდა იყოს პრიალა, თეთრი, დისკიმაგვარი ვიზუალით, რომელიც უშუალოდ ტუბის თავზე უნდა იყოს მიმაგრებული.

          ტუბში პროტეინის მოცულობა

ვაკუუმური შეფუთვის გამო, პროდუქტის გახსნისას შეიძლება ჩანდეს, რომ თითქოს მასში პროტეინის მოცულობა შეადგენს ორ მესამედს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ფხვნილი პერიოდულად იპრესება, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს ან თუნდაც არ ამცირებს ეტიკეტზე მითითებულ წონასა თუ პორციების რაოდენობას.

                             კოვზი(სკუპი)

GOLD STANDART-ის ტუბში ბრენდირების გარეშე, მოთავსებულია გამჭვირვალე პლასტმასის სკუპი. ეს გახლავთ ბოლოდროინდელი ცვლილება.(ძველად ტუბში მოთავსებული იყო ოქროსფერი სკუპები)

          სერიული ნომერი და თარიღი

Optimum Nutrition-ის ყველა პროდუქტს, მათ შორის WHEY GOLD STANDART-ს გასასხნელ ხუფთან ახლოში, აუცილებლად უნდა გააჩნდეს დაბეჭდილი სერიის ნომერი და თარიღი. წარწერა უნდა იყოს ყვითელი ან შავი ფერის მელნით.

                   დამზადებული აშშ-ში

https://www.optimumnutrition.com/en-us/authentic-products?fbclid=IwAR3vwTHX6cyDocGXtqcQxAyu21O19zhvGpni63xtIkXIgrGcTkeLbln9Mfo

GOLD STANDART-ის ამერიკულ ვერსიას ხუფთან ახლოში, შავი პრიალა თხელი პლასტიკატის ზემოთ, დამატებით უნდა ჰქონდეს ოქროსფერი ჰოლოგრამის ბეჭედი.

                        ტუბის დიზაინი

აშშ-ში დამზადებული GOLD STANDART-ის ტუბის ძირზე უნდა იყოს ორი დიდი პლასტიკური ნაოჭი, (თითის ჩაჭერის კვალის მსგავსი)  რომელიც სავსებით ნორმალურია. ასევე ამერიკულ ვერსიებს გააჩნიათ შიდა დამატებითი წრიული ხაზი.

                სერიული ნომერი და თარიღი

ტუბის ძირზე, ან ხუფთან გვერდით, დაბეჭდილი უნდა იყოს წარმოების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და სერიის კოდი. ამერიკულ ვერსიებში პროდუქტების მაქსიმალური ვადა უნდა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელიწადს, რაც ნიშნავს იმას, რომ თარიღებს შორისაც განსხვავება უნდა იყოს ზუსტად 2 წელი.

                        ვაკუუმური დაცვა

ტუბის ქვეშ, კერძოდ თავსახურზევე, მიკრული უნდა იყოს მრგვალი ტიპის მუყაოს ვაკუუმური ფოლგა, რომელიც არ უნდა იყოს წებოვანი, რაც ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს დაკრული უშუალოდ ტუბზე.

                         ახალი ვიზუალი

პროდუქტის წარმოებისას გარეგნული ცვლილება ჩვეულებრივი რამ არის. ამ ცვლილების მიუხედავად, ხარისხი, პროტეინის მოცულობა და რაოდენობა რა თქმა უნდა არ შეცვლილა.

            დამატებითი ავთენტურობა

OPTIMUM NUTRITION-ის პროდუქცია შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ფორმულირებით და მახასიათებლებით. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გახლავთ კონკრეტული რეგიონის საჭიროება. ქვემოთ ნაჩვენებია სრული რეგიონული ჩამონათვალი, სადაც ამ პრინციპით ხდება OPTIMUM NUTRITION-ის ავთენტური საკვები დანამატების რეალიზება.

ევროპის აუტენტიფიკაცია

დსთ აუტენტიფიკაცია

ინდოეთის აუტენტიფიკაცია

ლათინური ამერიკის აუტენტიფიკაცია

ჩინეთის აუტენტიფიკაცია

თურქეთის აუტენტიფიკაცია

 

ზემოთ განხილული ნიშნების გარდა, Optimum-ს აქვს დამატებით სპეციალური საინფორმაციო ველი, სადაც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ პროდუქტის ავთენტურობაში. https://www.authentic-on.com/en-gb/?fbclid=IwAR2PTNWhs9STbvfB31pqGflWOUxKMOWEf13SUMGP9cw_QHUdgm5mrJ47TD0

 

Optimum Nutrition-ის ხარისხი

თითოეული პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით, როგორც აშშ-ში, ისე ბრიტანულ წარმოებაში.

კომპანია მკაცრად და თანაბრად აკონტრელებს ხარისხს ორივე საწარმოში და იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს. დამზადებული პროდუქტები გადიან მრავალსაფეხურიან ლაბორატორიულ შემოწმებას. 

"ვიტამინში" თქვენ შეგიძლიათ ზემოთ განხილული ყველა ავთენტურობის დაცვით შეიძინოთ Optimum nutrition-ის ორიგინალი საკვები დანამატები.