როგორ შევამციროთ ტრიგლიცერიდები ბუნებრივი გზით?

რა არის ტრიგლიცერიდები და როგორ შევამციროთ ბუნებრივი გზით?

ტრიგლიცერიდები არის ერთგვარი ლიპიდი, ანუ ცხიმი, რომელიც გადადის სისხლში. ჭამის დროს მიღებული ზედმეტი კალორია, გარდაიქმნება ტრიგლიცერიდებად და ინახება ცხიმოვან უჯრედებში. ამის შემდეგ სხეულში არსებული ჰორმონები, ათავისუფლებენ ტრიგლიცერიდებს და იყენებენ როგორც ენერგიის წყაროს.

ეს ციკლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა შეიძლება გახდეს  პრობლემური. ეს მაშინ ხდება როდესაც იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე გჭირდებათ, რაც იწვევს ტრიგლიცერიდების დონის ზრდას, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰიპერტრიგლიცერიდემიას.

ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი არის სხვადასხვა ტიპის ლიპიდები, რომლებიც ცირკულირებენ სისხლში. როდესაც ორივე მაღალია, ამას ჰიპერლიპიდემია ეწოდება.

ტრიგლიცერიდები ინახავს გამოუყენებელ კალორიებს და ორგანიზმს საჭირო დროს აწვდის, ხოლო ქოლესტერინი გამოიყენება უჯრედების ასაშენებლად და გარკვეული ჰორმონების წარმოებისთვის.

ქოლესტერინი არსებობს ორნაირი ტიპის: დაბალი(LDL) და მაღალი(HDL) სიმკვრივის

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ (HDL) ცხიმის ამოაქვს ორგანიზმიდან, რომელიც სისხლში შეერთებით გადაის ღვიძლში. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) მხოლოდ ძირითადად ცხიმებს და მცირე რაოდენობით ცილას აგზავნის ღვიძლის მეშვეობით სხეულში.

მეცნიერები თვლიან, რომ ტრიგლიცერიდების კონტროლი ისეთივე აუცილებელია, როგორც ქოლესტერინის. ექსპერტების უმეტესობა  ტრიგლიცერიდებს მესამე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიიჩნევს არტერიებში ნადების დაგროვების კუთხით.

ამ ბლოგში განხილული იქნება რჩევები, თუ როგორ შეგიძლიათ შეამციროთ ტრიგლიცერიდები ბუნებრივი გზით

1. შეამცირეთ კალორიების მიღება

კალორიები პირდაპირ კავშირშია წონის კონტროლთან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ტრიგლიცერიდების დონეზე.

ამას ადასტურებს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეტაბოლური კვლევის ცენტრის მედიცინისა და ფარმაკოლოგიის სკოლაში ჩატარებულ კვლევა, სადაც წონის დაკლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ინსულინი, ტრიგლიცერიდები და LDL ქოლესტერინის დონე.

ამოიღეთ რაციონიდან ტკბილი სასმელები, რაფინირებული ნახშირწყლები და ცომეულის.

2. მოერიდეთ შაქრიან საკვებს

შაქარი დაახლოებით 20 პროცენტით ზრდის ტრიგლიცერიდების წარმოებას, განსაკუთრებით ფრუქტოზა, რომელიც არა მხოლოდ ზრდის ტრიგლიცერიდების გამომუშავებას, არამედ აფერხებს მათ მოცილებას.

ფრუქტოზა არის ბუნებრივი  ტიპის შაქარი, რომელიც გვხვდება ხილში, ბოსტნეულსა და თაფლში. იმის ნაცვლად, რომ მოიხმაროთ საკვები რომელშიც ბევრი ფრუქტოზაა, ყურადღება გაამახვილეთ რთული ნახშირწყლებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღებაზე. ასევე, მოერიდეთ  სიმინდის სიროფს სადაც დიდი რაოდენობით არის ფრუქტოზა.

4. მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები

განსაკუთრებით ღირებულია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები, რომელიც ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს ღვიძლში, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მიწოდების შემცირებით და ტრიგლიცერიდების სინთეზირებადი ფერმენტების აქტივობით.

მიირთვით ომეგა -3-ით მდიდარი საკვები. ესენია: ორაგული, სკუმბრია, ჩიას თესლი და სელის თესლი.

საკვებდანამატები, რომელიც ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს

ომეგა 3

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევარების აზრით, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ეფექტურია სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის შესამცირებლად.

დღიურად 2,3 გრამი ომეგა -3 ამცირებს ტრიგლიცერიდებს დაახლოებით 25%-დან 50%-მდე.(პროფილაქტიკის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ).

ომეგა 3 ეფექტურად თრგუნავს ცხიმოვანი ქსოვილებს და აკონტროლებს იმ მეტაბოლურ გზებს, რომელიც პასუხიმსგებელია საკვები ნივთიერებების მოძრაობასა და სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების შემცირებაზე.

ნიაცინი(B3)

ნიაცინის თერაპია უნიკალურია იმით, რომ ის აუმჯობესებს ლიპოპროტეინების ყველა დარღვევას, მნიშვნელოვნად ამცირებს LDL ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ლიპოპროტეინების დონეს, ხოლო HDL ქოლესტერინის დონეს ზრდის.(დადებითი ქოლესტერინი)

ასევე ნიაცინი ზრდის ლიპიდებს, რაც ამცირებს კორონარულ არტერიის სხვადასხვა დაავადებს.

თუმცა ნიაცინის გამოყენებას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, მაგალითად ღვიძლის ფერმენტების მატება. მაგრამ დაბალი დოზით ნიაცინის მიღება არ წარმოადგენს პრობლემას.

ლიპოის მჟავა

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლიპოის მჟავა ზრდის სისხლში ტრიგლიცერიდების გაქრობის სიჩქარეს.

ალფა ლიპოის მჟავა, რომელიც როგორც წყალში, ასევე ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია, წარმოადგენს ორგანიზმში ენერგიის მეტაბოლიზმის უკიდურესად მნიშვნელოვან კომპონენტს. მისი ანტიოქსიდანტური ეფექტი, გარდა თავისუფალი რადიკალების ბლოკირების ფუნქციისა, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნას, რაც ძალზედ სასარგებლოა დეტოქსიკაციისა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

გარდა ამისა, ალფა ლიპოის მჟავა აუმჯობესებს ნერვულ სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებით პროცესებს, და არეგულირებს LDL (ცუდი) ქოლესტერინის დონეს.