“როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის და რომელი საკვები დანამატი მივიღოთ ამ სეზონზე“

 

ზამთრის დადგომასთან ერთად საგრძნობლად იცვლება კლიმატური პირობები,  რაც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შეცვლილი კლიმატის პირობებში, ადამიანის იმუნიტეტი გაცილებით მგრძნობიარე ხდება, რის გამოც ორგანიზმისთვის რთულდება გაციებასთან თუ სხვადასხვა სახის სეზონურ ვირუსთან გამკლავება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმუნიტეტის გაძლიერებას.

რა არის იმუნიტეტი? ეს გახლავთ ადამიანის შინაგანი სისტემა, რომელიც ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. იმუნიტეტს ასევე ორგანიზმის დამცავ ფარსაც უწოდებენ.

იმუნიტეტი შედგება მრავალი კომპონენტისგან და მის შემადგენლობაში შედის: ცილა, სხვადასხვა სახის უჯრედები, ქსოვილები თუ ორგანოები. იგი საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე სისტემა გახლავთ და სასიცოხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმისთვის.

დღევანდელ ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი ზამთრისთვის და განსაკუთრებით რომელი საკვები დანამატები იქნება პრიორიტეტული მათთვის, ვინც სეზონის ამ დროს კვლავაც ვარჯიშობს.

გლუტამინი. უმნიშვნელოვანესი ცვლადი სახის ამინომჟავა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ადამიანის სხეულში ამინომჟავებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გლუტამინი გვხვდება.

იმუნური სისტემის ფუნქცია შეიძლება დაირღვეს, როდესაც სხეულში გლუტამინის არასაკმარისი რაოდენობაა ხელმისაწვდომი. კვლევებმა აჩვენეს, რომ გლუტამინის საკვები დანამატის სახით მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანმრთელობა, შეამციროს ინფექცია თუ ვირუსის რისკი, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ვლინდება ზამთარში.

ცნობილი ფაქტია, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად, რეაბილიტაციის პროცესში, ექიმი პაციენტს უნიშნავს გლუტამინს, რათა დროზე ადრე მოხდეს იმუნიტეტის სათანადო დონეზე გაძლიერება.

რატომ არის პრაქტიკული ზამთარში გლუტამინის გამოყენება ვარჯიშის დროს? იმიტომ რომ გლუტამინი მონაწილეობს ცილის მშენებლობის ყველა პროცესში და უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ სინთეზირებას.

ასევე ზამთარში სავარჯიშო დატვირთვა გაცილებით მაღალია და საჭიროა მოხდეს კუნთოვანი ქსოვილების სრულად აღდგენა, რა დროსაც გლუტამინი ძალიან დიდ როლს ასრულებს.

Olimp – Calcium D3 FORTE არის საკვები დანამატი ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს კალციუმის და D ვიტამინის მაღალ დოზას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, D ვიტამინს ადამიანის იმუნური სისიტემის გამართულ ფუნქციონირებაში აკისრია. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს იმუნური რეფლექსის განვითარებაში. მას აქვს როგორც ანთების საწინააღმდეგო, ისე იმუნორეგულაციური თვისებები და მონაწილეობს იმუნური სისტემის დაცვის გააქტიურებაში. ცნობილია, რომ ვიტამინი D აძლიერებს იმუნური უჯრედების, მათ შორის T უჯრედების და მაკროფაგების ფუნქციონირებას, რომლებიც იცავენ ჩვენს სხეულს უცხო პათოგენებისგან. იგი იმდენად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის სრულფასოვანი ფუნქციისთვის, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება ინფექციის მგრძნობელობის გაზრდასთან და სხვადასხვა იმუნურ დარღვევასთან.

D ვიტამინის ნაკლებობა ავტომატურად განაპირობებს ვირუსული და ბაქტერიულ-რესპირატორული ინფექციებით გართულების რისკს.

D ვიტამინის ძირითადი წყარო გახლავთ მზის სხივები, ისიც ლიმიტირებული დროით. რადგანაც ზამთარში რთულია მზის სხივების შედეგად D ვიტამინის მიღება, საჭიროა ორგანიმზს მივაწოდოთ საკვები დანამატის სახით.

Olimp Labs - Chela-zinc. ცნობილია, რომ თუთია თამაშობს ცენტრალურ როლს იმუნურ სისტემაში და თუთიის დეფიციტის მქონე პირები განიცდიან განსაკუთრებულ იმუნურ-მგრძნობელობას. იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც თუთია გავლენას ახდენს ინფექციისადმი მგრძნობელობაზე, შესწავლილია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ნათელია, რომ თუთია გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მრავალ ასპექტზე, კანის ბარიერიდან ლიმფოციტების გენის რეგულირებამდე. თუთიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უჯრედების ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, რომლებიც შუამავლობენ იმუნიტეტს.

ზამთარში თუთიის მიღება საკვები დანამატის სახით, განსაკუთრებით დიდ დახმარებას გაუწევს მამაკაცებს, რათა ტესტოსტერონის გამომუშავება კვლავაც სათანადო დონეზე მოხდეს.

Animal Immune Pak - არის კომპლექსური სახის პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანმრთელობასა და სიძლიერეს. იგი შეიცავს ისეთ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფეს ორგანიზმის დაცულობას სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ.

მის შემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვანი სახის ვიტამინები, მინერალები და ბუნებრივი სახით მცენარეული და ბალახეული ინგრედიენტები, ეს ყველაფერი ერთად სრულ მხარდაჭერა გახლავთ იმუნიტეტისთვის.

Animal Immune Pak - ის გამოყენება განსაკუთრებით პრაქტიკულია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენებისთვისაც.

როდესაც ვარჯიში იღებს ინტენსიურ და რეგულარულ ხასიათს, მსგავსი ტიპის საკვები დანამატის მიღება წარმოადგენს აუცილებლობას, რათა მოხდეს სტრესის ჰორმონის განეიტრალება და ორგანიზმის სრულად შევსება მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით.

Applied Nutrition - Critical Greens. დღევანდელი ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ყველაზე რთულად მისაღები გახლავთ ბოჭკოვანი და ფერმენტირებული საკვები, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კვება.

იმუნური სისტემის დაახლოებით 70% სწორედ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცხოვრობს. ჩვენი ნაწლავი არის ძირითადი არხი გარე გარემოსა და ჩვენი სხეულის შიდა სისტემებს შორის. ასე რომ, ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობა  მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის სიძლიერისთვის.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ნაწლავის ბაქტერიების მოწესრიგებულ ქსელს შეუძლია დაეხმაროს ჩვენს იმუნურ უჯრედებს განასხვაონ ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედები, უვარგისი და საზიანო უჯრედებისგან.

Applied Nutrition – Critical Greens - ში თავმოყრილია ერთად 17 სხვადასხვა სახის მწვანე პროდუქტების ექსტრაქტი, რომლებიც მდიდარია ბოჭკოვანი და ფერმენტირებული ნივთიერებებით. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას.

 Critical Greens-ის გამოყენება შეგიძლიათ ზამთარში რათა სხეული სათანადო დონეზე მოამზადოთ.

მისი მიღება რეკომენდებულია, როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანებისთვისაც.

Diet-Food - Bio Camu Camu - ეს არის კენკროვანი წარმოშობის ხილის საკვები დანამატის სახით, რომელიც ბუნებრივად მდიდარია C ვიტამინით.

მასში გაცილებით მეტი C ვიტამინია ვიდრე ლიმონში.

C ვიტამინი არის აუილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

 ვიტამინი C არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის გამაძლიერებელი კომპონენტი. C ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება უფრო მეტად გაამძაფროს ავადმყოფობა. იგი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ცნობილია, როგორც ლიმფოციტები და ფაგოციტები, მათი მეშვეობით ხდება სხეულის დაცვა ინფექციებისგან.

გარდა ამისა, C ვიტამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აძლიერებს კანის ბარიერს და ამცირებს ჭრილობების შეხორცების დროს.

Diet-Food - Bio Camu Camu - ს მიღება საკმაოდ კომფორტულია, რადგანაც იგი დამუშავებულია ფხვნილის სახით.

რაც მთავარია, პროდუქტი მიეკუთვნება გამაჯანსაღებელი საკვების კატეგორიას და არის 100% ორგანული.