აზოტის ოქსიდი, რომელსაც ასევე უწოდებენ უფერო გაზსს. იგი შედგება აზოტის და ჟანგბადის მოლეკულებისგან.
აზოტის ოქსიდი, გამომუშავებდა სხეულის თითქმის ყველა უჯრედში. კერძოდ, მის წარმოებაში მონაწილეობს ორი ამინომჟავა, L-არგინინი და L-ციტრულინი.
უფრო კონკრეტულად კი, თირკმელები L-ციტრულინს გარდაქმნის L- არგინინად, რომელიც მთავარ როლს თამაშობს აზოტის ოქსიდის წარმოებაში.
აზოტის ოქსიდი უჯრედებს შორის კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოლეკულად, როდესაც საქმე ეხება სისხლძარღვების ჯანმრთელობას. აზოტის ოქსიდი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაზოდილაციაში.
რა არის ვაზოდილაცია? ეს არის სისხლძარღვების გახსნა ან გაფართოება, რომელიც სისხლძარღვების კუნთოვანი კედლების მოდუნების შედეგად ხდება.
1992 წელს აზოტის ოქსიდი დასახელდა წლის მოლეკულად, ხოლო 1998 წელს მათი აღმოჩენისთვის, მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭათ.
აზოტის ოქსიდი არის მთავარი მოლეკულა გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას და არეგულირებს არტერიულ წნევას.
იმისათვის რომ სხეულში აზოტის ოქსიდი დონე ბუნებრივად გაზარდოთ, თქვენ დაგეხმარებათ საკვები და საკვებ დანამატები.
საკვებიდან აზოტის ოქსიდის ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობს ჭარხალი რომელიც მდიდადია ნიტრატებით. თუმცა მისი მიღება საკვები სახით ყველასთვის როდია კომფორტული.
ამიტომაც არსებობს საკვებდანამატები რომლის ინგრედიენტები ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის ზრდას.
სარგებელი
ამცირებს არტერიულ წნევას
როგორც უკვე ავღნიშნეთ, აზოტის ოქსიდს აქვს ვაზოდილატორის ფუნქცია, რომელიც ხელი უწყობს სხეულში სისხლის მოძრაობას, რათა გულს არ მოუწიოს ზედმეტი დატვირთვით მუშაობა.
ვაზოდილაციის მეშვეობით ადამიანს არტერიული წნევა ყოველთვის მწყობრში აქვს.
დღემდე ჩატარებული არაერთი კვლევებმა ადასტურებს, თუ როგორ მკვეთრად ამცირებს აზოტის ოქსიდი არტერიულ წნევას.
არტერიულ წნევაზე დადებითი ეფექტის გარდა, აზოტის ოქსიდს ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ენდოთელიუმის ფუნქცია.
ენდოთელური დისფუნქცია ავითარებს ართეროსკლეროზს, რა დროსაც იზრდება გულის შეტევის ან ინსულტის რისკი.
სისხლის შედედება
გარდა არტერიული წნევის გაუმჯობესებისა, აზოტის ოქსიდი ხელს უწყობს სისხლის ჯანმრთელობას, კონკრეტულად კი თრომბოციტების სწორ ფუნქციონირებას.
თრომბოციტების არასრული მუშაობისას მისი წებოვნება იმატებს, რა დროსაც ხდება მათი დაგროვება და წარმოიქმნება თრომბი.
სისხლის შედედება სასიკვდილოა, იგი ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ აზოტის ოქსიდი ამცირებს თრომბის წარმოქმნის სიჩქარესა და მისი შედედების სიძლიერეს.
ერექციული დისფუნქცია
აზოტის ოქსიდი არის ერექციის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი. იგი ააქტიურებს მამაკაცის სასქესო ორგანოს მიდამოებში გლუვ კუნთებს. შედეგად იზრდება სისხლის ნაკადი, რაც საჭიროა ერექციის დასაწყებად და მის შესანარჩუნებლად.
ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში მცირდება აზოტის ოქსიდის ფერმენტები, რომელიც გამომუშავდება L- არგინინიდან. შესაბამისად იკლებს ერექციული პასუხი, რაც ერთ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს იმისა, რის გამოც მამაკაცი ებრძვის ერექციულ დისფუნქციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზოტის ოქსიდისა და ერექციის ურთიერთობის აღმოჩენამ, ფაქტობრივად, გამოიწვია იმპოტენციის ყველაზე ცნობილი წამლის შემუშავება.
იმუნურ სისტემა
იმუნური სისტემის თითქმის ყველა უჯრედი რეაგირებს აზოტის ოქსიდზე. ამიტომაც იგი ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
აზოტის ოქსიდს ასევე უწოდებენ „თავდაცვის მოლეკულას“ ინფექციური ორგანიზმებისგან“.
კერძოდ, იმუნური უჯრედების ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება მაკროფაგები, თრგუნავს სხვადასხვა პათოგენებს, რაც გზას უხსნის აზოტის ოქსიდს მუშაობის დროს. ეს არის ის გზა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფიზიკური კონდიცინების გაუმჯობესება
აზოტის ოქსიდის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი არის ძალის გაუმჯობესება. მისი მუშაობის ბიოლოგიური პროცესი, შეფასებულია როგორც უნიკალურ მოქმედებად. კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის ოქსიდი გავლენას ახდენს ამინომჟავების გამოყენების სიხშირეზე, კონკრეტულად კი შეუცვლელი ტიპის ამინომჟავებზე, რომლებიც განსაკუთრებით პასუხისმგებელნი არიან მშრალი კუნთოვანი მასის აშენებაზე, აღდგენასა და ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე.
აზოტის ოქსიდი ასტიმულირებს MPS მოქმედებას. ეს გახლავთ კუნთის მასის გაზრდის ბიოლოგიური პროცესი, სადაც უჯრედები წარმოქმნიან ახალ ცილებს, ამიტომ MPS პასუხისმგებელია კუნთების ზრდაზე, დაჩქარებულ აღდგენასა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე. მსგავსი ტიპის სინთეზი განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, თუ ხშირად ვარჯიშობთ მძიმე წონებით.